,,ჩვენ შემწყნარებელი ერი ვართ, შემწყნარებლობა ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ტოლერანტობა“- აღნიშნა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს, როდესაც სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
,,როდესაც ჩვენი ქვეყანა ასეთ სიტუაციაშია, რომ გვჭირდება განვითარება, რა თქმა უნდა აუცილებელია ეკონომიკა განვითარდეს, განათლება გვქონდეს. ეკონომიკის და განათლების გარეშე, გაუნათლებელი ერი სხვისი მოსამსახურე ერია, ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ უძლიერესი განათლება აქვე მივიღოთ. ცოდნა, განათლება, რომ მერე ის ცოდნა იმისათვის გამოვიყენოთ, რომ სხვებს თავი არ ვაჩაგვრინოთ და არც სხვები ვჩაგროთ.
დღეს საუბარი მიდის, რომ სახელმწიფოს უნდა გააკეთოს პრევენცია, რომ მსოფლიოში მოდაში ისე შემოვიდა ცხოვრების გარკვეული წესი, ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენი ახალგაზრდობა, ყოველდღიურად თუ ისმინეს აღიარა კაცმაო და ნახე რა მაგარი კაცია რომ აღიარაო, როგორ გაიზრდებიან ბავშვები? თუ ყაჩაღებთან აცხოვრე და რა კარგია ყაჩაღობაო, თვითონაც ყაჩაღი გახდება, ხო? ამიტომ ჩვენ რას ვიძახით, ადამიანი კი არ არის ცუდი, მაგრამ საქციელს ცუდს, ღირსეული საქციელი არ უნდა ვუწოდოთ. რომელ ღირსების მარშებზეა ლაპარაკი, ცოდვა ცოდვაა, ცოლს რომ უღალატებ, იგივე მოღალატე ხარ. მასეთი ცხოვრების წესით რომ ცხოვრობ ჩვენთვის ცუდი ცხოვრების წესია, მასეა და ნუ დაგვაძალებთ, არმივიღებთ, სულიწმინდას ვერ ვუღალატებთ.
ჩვენ გვეყოფა ის, რაც ჩავიდინეთ, მაცხოვარი ჯვარს ვაცვით, მამა ღმერთს არ მოვუსმინეთ, სულიწმინდასაც არ ვუსმენთ, ეს ხომ ერთი ღმერთია. დედაღვთისმშობელს, როგორ ვტკენთ. ჩვენ გვინდა, რომ სწორად ვიცხოვროთ, როგორებიც ვართ ასეთები მიგვიღეთ.
განა რამეს არასწორს ვამბობთ? თუ რომელიმე ადამიანი ისეთი დაიბადეთ რომელიმე ქვეყანაში, რომ ღმერთზე კარგი გინდათ რომელიმესათვის? თუ მოაზროვნეებზეა ლაპარაკი, არც ჩემს ერს ჰყოლია სხვაზე ნაკლები მოაზროვნეები. ამიტომ კეთილი ვინებოთ და ჩვენს ერს ისე ნუ უყურებთ, თითქოს პაპუასები ვიყოთ. ჩვენ ვართ ღირსეული ერი, ღირსებით ვივლით კიდევაც. თქვენ გჭირდებათ ტოლერანტობა, ჩვენ შემწყნარებელი ერი ვართ. შემწყნარებლობა ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ტოლერანტობა. ჯერ გაერკვიეთ სიტყვებში რა არის შემწყნარებლობა, რა არის ტოლერანტობა.“- განაცხადა მეუფე იაკობმა.