LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვისაა აუცილებელი -ლევან კობიაშვილი

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვისაა აუცილებელი -ლევან კობიაშვილი

დაპოსტა 2024/11/13-ში
A A
19
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ვიზიტზე, რომელიც საქართველოში მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ფიფა-ს 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლობაზე საქართველო-სომხეთის ერთობლივ განაცხადზეც ისაუბრა.

„ჯანი ინფანტინო პირველად იმყოფება საქართველოში, რაც ჩემთვის და ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის დიდი პატივია. მისი ჩამოსვლა ჩვენი ქვეყნისადმი მისი და ფიფა-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. იცით, რომ ფიფა-ს „ფორვარდის“ პროგრამით საქართველოში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროგრამა განხორციელდა. ეს კი ხელს უწყობს ფეხბურთის განვითარებას, მათ შორის, მასობრივი ფეხბურთის – როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ფიფა-ს პრეზიდენტს ვესაუბრეთ ისეთ პროექტზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ – 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე, რომელზეც საქართველომ და სომხეთმა ერთობლივ განაცხადი წარადგინეს. ჩვენთვის დიდი მიღწევა იქნება, თუ ეს შევძელით. ამის იმედი და მოლოდინი მაქვს. ჯანის საქართველოში ჩამოსვლა ქართული ფეხბურთის წინსვლისა და წარმატების კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენ ამას, ფიფა-ს და უეფა-ს მხარდაჭერით, კიდევ გავაგრძელებთ.

მას აქვს ინფორმაცია და თავადაც ახსენა, რომ შარშან ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ. კარგად იცის, რა ხდებოდა მაშინ ჩვენს სტადიონებზე, რა ატმოსფერო იყო. რაც მთავარია, იცის, როგორ სპორტულ შედეგებს მივაღწიეთ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჯანი ინფანტინომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველანაირი საშუალება აქვს, ასეთი დონის სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლოს, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაც ხელს გვიწყობს, თუმცა ასეთი ტურნირი ყოველთვის იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ – ეს ჩვენს ინტერესშია. სხვადასხვა საორგანიზაციო ჯგუფი ჩამოვა, რომლებთანაც დეტალურად გავივლით იმ საკითხებს, რაც საშუალებას მოგვცემს, ასეთი მასშტაბური დონის ტურნირს ვუმასპინძლოთ. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ამისთვის ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა კობიაშვილმა.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიურობითა და მოულოდნელი შესაძლებლობებით იქნება სავსე. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის აღება – თქვენი თავდაჯერებულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრაა მოსალოდნელი.   კურო ფინანსურ საკითხებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. მოერიდეთ...

დაწვრილებითDetails

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი
მთავარი

ადვოკატ რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა. როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. ია დარახველიძე დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რის გამოც, განაჩენის აღსასრულებლად მასზე თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება...

დაწვრილებითDetails

ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 4 თვე გაგრძელდება – რას აცხადებენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში
მთავარი

ქუთაისის ნიკეას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახევ "მეგა ტვ"-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"