ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები „მოდერნასთან“ და „ჯონსონთან და ჯონსონთან“ დავიწყეთ , თუმცა ეს შემდეგ აღარ განვითარდა – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
მისი თქმით, შეთანხმება ვერ შედგა, რადგან ვაქცინის მომწოდებელი კომპანიის მიერ სამინისტროსთვის შეთავაზებული “პირობები მისაღები არ იყო”.
„ჯონსონს და ჯონსონს“ და სხვა ვაქცინების მიღების შესაძლებლობა გვაქვს კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები „მოდერნასთან“ და „ჯონსონთან და ჯონსონთან“ დავიწყეთ , თუმცა ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება, მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არის“ – განაცხადა გაბუნიამ.










