LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე – ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2021/03/15-ში
A A
560
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

მისივე განცხადებით, მზად არიან სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რომელიც იქნება ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები.

ამასთან, პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ „ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს“.

„მინდა გითხრათ, რომ დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ შარლ მიშელთან, მინდა მას კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ უშუალოდ არის ჩართული ამ მედიაციის პროცესში და მოგეხსენებათ, რომ მისი წარმომადგენელი იმყოფება თბილისში და აგრძელებს მოლაპარაკებებს როგორც ოპოზიციასთან, ასევე ჩვენს პარტიასთან. მინდა გითხრათ, რომ პროცესი გრძელდება. ჩვენ ხვალ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. ერთი რამ მინდა ცხადად განვაცხადო, ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ვართ მზად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით, თუ რა არის ჩვენი პოზიცია.

მე შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დესტრუქციული მანევრით ცდილობს, რომ ხელი არ შეუწყოს ამ დიალოგის პროცესს და პირიქით, გააღრმავოს ეს უფსკურული და ამის არაერთი მცდელობა ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში. იმედი მაქვს, ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს და საბოლოო ჯამში, მთელი ცივილიზებული ევროპის და შარლ მიშელის სურვილი და ამოცანააა, რომ ჩვენ ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება ხვალ და ზეგ, მომდევნო დღეებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, მისაღები იქნება თუ არა “ქართული ოცნებისთვის” პლებისციტი, პრემიერმა აღნიშნა: “მე თავს შევიკავებ კონკრეტული პოზიციების გახმოვანებისგან, ვინაიდან, არაა დასრულებული პროცესი”.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, “შარლ მიშელის პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და კომპრომისი”.

გაზიარება224

დაკავშირებული -პოსტები

ოქროს ფასი სტაბილურად მაღალია – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 324 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

“მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

სიმართლე გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო - ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6554 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ სტრატეგიულ კურსს იღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი. „ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეორიენტაცია ევროატლანტიკური...

დაწვრილებითDetails

ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს
მთავარი

გორდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელებში მცხოვრები 600-მდე ბენეფიციარის საცხოვრებელ და სოციალურ პირობებს. გზის აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია...

დაწვრილებითDetails

შპს „სანდოს“ დირექტორი და „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს „სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა....

დაწვრილებითDetails

ეჭვიანობის გამო არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის გამო არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო - ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, ფაქტი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მოხდა. Tik-Tok...

დაწვრილებითDetails

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი - ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივლისში ყველა...

დაწვრილებითDetails

საქართველო ვერ მიაღწევს რაიმე პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ ის არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას – ევროპარლამენტი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანების მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები
მთავარი

ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.   დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
იმერეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია ხონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში - მათხოჯში, გოდოგანსა და წაქვაში, მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"