LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ჩვენ დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გვიკვდება ციხეში… ეს იცოდეს ყველამ-ეკა ხერხეულიძე

დაპოსტა 2022/04/14-ში
49
ნახვა
გაზიარება

„როდესაც პოლონეთში იაროსლავ კაჩინსკის მიშას ფოტო აჩვენეს, ადამიანი უბრალოდ ვერ იცნო..
ეს ის ადამიანია, ვინც მიყვარდაო?”-
თქვა ეკა ხერხეულიძემ ტვ-პირველთან ინტერვიუში.

„მე მაინტერესებს ერთი რამ.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს თურმე (თურმე კი არა, ასეა – არ ითვალისწინებს) აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს და არაფრად არ აგდებს,

მე ოპოზიციას მინდა ვკითხო:

ისინი იყენებენ სახელმძღვანელოდ ამას?
როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ერთი თავი აქვს მიძღვნილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას,
ჩვენთვის რა დასკვნები გამოგვაქვს?
ჩვენ რა გადავწყვიტეთ საკუთარ თავებთან?
ხვალიდან როგორები ვართ ამ საკითხთან მიმართებაში?

აუცილებელია ამ საკითხის ირგვლივ ოპოზიციის ერთობა და აუცილებელია ამ საკითხის მთავარ საკითხად დაყენება.

როდესაც ევროინტეგრაციისკენ მიისწრაფვი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გყავს ციხეში, ესენი სრულიად შეუსაბამო რამეა.. და გვყავს როგორ პირობებში – წამების პირობებში.. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა და ეს გადაწყვეტილი საკითხია.

შემიძლია ერთი დეტალი გითხრათ – როდესაც პოლონეთში ვიზიტით იყო ჩასული ჩვენი წარმომადგენლობა და იაროსლავ კაჩინსკის შეხვდნენ, ადამიანმა მიშას ფოტოს რომ შეხედა, თქვა – ეს ის ადამიანია, რომელიც მიყვარდა, რომლისგანაც მაგალითს ვიღებდით, როგორ ეცხოვრა ჩვენს ქვეყანას, როგორ გაგვეტარებინა რეფორმები და როგორ გაგვეგრძელებინა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა?.. ეს ის ადამიანია?..
ადამიანი ვერ იცნო, უბრალოდ..

ველოდები ამას:
როგორც „ნაციონალური მოძრაობა” არის სოლიდარული და ყველა აქციაზე, ყველა საპროტესტო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, რომ ის უმსგავსობა, ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და ტერორი დაეგმო თავისი მხრიდან იმ პირთა მიმართ განხორციელებული, ვინც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია მოხსენიებული (ტელეკომპანია პირველის მესვეურნი და ყველა, ყველა…),

ასევე ვალდებულია ოპოზიციაში შემავალი ყველა პოლიტიკური პარტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანდეს.

და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც ანგარიშის ერთ თავში საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის წამებაზე და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე.

ეს სიცხადე გვაკლია!
არ არის უხერხული. ეს კომპლექსი ყველამ როგორღაც საკუთარ თავში უნდა მოიკლას.

უხერხულობის განცდა აქვთ, რომ როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მოხდეს ასეთი კონსოლიდაცია.

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ როდესაც ქვეყნებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მათი ლიდერები გვახსენდება და ზოგადად, ისტორია ასეთია, რომ ლიდერები განასახიერებენ საკუთარი ქვეყნების სახეს და არ არის ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში აღმოჩენა.

როდესაც ვსაუბრობთ ამერიკაზე, გვახსენდება ჯეფერსონი, გვახსენდება რეიგანი.. როდესაც ვსაუბრობთ საფრანგეთზე, გვახსენდება დე გოლი… როდესაც ვსაუბრობთ ბრიტანეთზე, გვახსენდება ჩერჩილი…
და ეს არ არის უხერხული.

ჩვენ დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გვიკვდება ციხეში… ეს იცოდეს ყველამ.

ვისაც უშუალო შეხება აქვს მიხეილ სააკაშვილთან, იცის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის იმ კრიტიკულ ზღვარზე, რომ შეიძლება უკვე ვერც ვერაფერი ვეღარ გამოვასწოროთ, თუკი დადგება ის დრო, როდესაც მისი გათავისუფლების საკითხი მართლა ისეთ აქტიურ ფაზაში იქნება, რომ ეს ხელისუფლება ვერაფერს ვეღარ იზამს.

ვარწმუნებ ყველას, რომ როდესაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ასე ხმამაღლა საუბრობს მის ჯანმრთელობაზე, მის წამებაზე და მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ფაქტი და ამას ექნება განგრძობადი სახე… ეს იქნება შეუქცევადი დღის წესრიგი და აუცილებლად მოხდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

იმიტომ, რომ როგორ უიმედოდაც არ უნდა ვიყოთ ამ ხელისუფლების მიმართ განწყობილნი, ჩვენ მარტო არ ვართ ამ სამყაროში”.”-განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

თებერვალი 12, 2026
37
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზეა, თუმცა ერთ დღიან ჭრილში ძვირფასი მეტალის ღირებულება 0.18%-ით არის შემცირებული. უფრო კონკრეტულად, GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი...

დაწვრილებითDetails

ვის არ შეეცვლება სესხზე საპროცენტო განაკვეთი

თებერვალი 12, 2026
22
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2026 წლის 11 თებერვლის სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. კერძოდ, 2026...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს

თებერვალი 12, 2026
19
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6819 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა და მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია – შეფერხება მეტრო „დელისზე“

თებერვალი 12, 2026
423
მთავარი

არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ დელისზე მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა და მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია. როგორც სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, მატარებელი ტექნიკური მიზეზის გამო, მგზავრებისგან დაიცალა და ხაზიდან მოიხსნა. წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 12, 2026
32
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სხვადასხვა პროფილის 7  არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს. სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ: ·ფიზიკური პირი ფ. ტ. (მის: ხელვაჩაური, სოფელი მახო...

დაწვრილებითDetails

“მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა”- ეკა კუპატაძე

თებერვალი 12, 2026
122
მთავარი

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის დაც­ვა­ზე უარი თქვეს ად­ვო­კა­ტებ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ და ირმა ჭკა­დუ­ამ. ამის შე­სა­ხებ ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. “თქვე­ნი შიში და სი­ჩუ­მე, მო­ძა­ლა­დეს აძ­ლი­ე­რებს!!! მო­ძა­ლა­დე...

დაწვრილებითDetails

განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას

თებერვალი 12, 2026
464
მთავარი

სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს...

დაწვრილებითDetails

“ხორვატიის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან”- ყაველაშვილი

თებერვალი 12, 2026
20
მთავარი

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ხორვატიის პრეზიდენტს ემოციური და თბილი სიტყვებისთვის, ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიელ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით,...

დაწვრილებითDetails

ლოცვა , რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

თებერვალი 12, 2026
173
მთავარი

დღეს წმინდათა შორის მამათა ჩვენთა და დიდთა მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ხსენების დღეა. ტროპარი ვითარცა მოციქულთა თანამოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს...

დაწვრილებითDetails

“ყველას ნახვა მიხარია, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ციხეში ადამიანები კიდევ რჩებიან” – ნიკა გვარამია

თებერვალი 12, 2026
37
მთავარი

ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, ვიდრე აქამდე იყო,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ნიკა გვარამიას განცხადებით, უამრავი ბიჭი თუ მხცოვანი ადამიანი ზის ციხეში „საკუთარი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».