ამერიკული ავიაცია შავი ზღვის თავზე ფრენებს გააგრძელებს, რადგან ეს ტერიტორია საერთაშორისო წყლების ნაწილია. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
პრესკონფერენციაზე მან განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება “უკრაინის საზღვართან რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო ყოფნის გამო აშშ-ის შეშფოთებას” უკავშირდება.
“ჩვენ გავაგრძელებთ ფრენას და სიარულს იქ, სადაც ამის საშუალებას საერთაშორისო სამართალი გვაძლევს“, – განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ შავი ზღვა საერთაშორისო წყლების ნაწილია.










