,,რაც არ უნდა იძახოს ხელისუფლებამ არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდებაო, ეს ასე არ იქნება”-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
იგი ამბობს, რომ პოპულისტური განცხადებების ნაცვლად ადმინისტრაცული სამსახურის თანამშრომლებს მოტივაცია და სტაბილურობის განცდა სჭირდება.
კითხვაზე, თუ როგორია პარტიის დამოკიდებულება პარლამენტთან დაკავშირებით, აღნიშნა: ,, ჩვენ გადავწყვიტეთ პარლამენტის შენობა ვაქციოთ მართლმსაჯულების ჰაბად, რადგან მართლმსაჯულების კუთხით ბევრი სიახლე და რეფორმა გვაქვს დაგეგმილი”
ნათია მეზვრიშვილმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ,,ქეისების” შესახებ, რომელიც მათი მხარდამჭერების შრომით უფლებებს შეეხო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქეისები არის ყველგან ქუთაისშიც, ბათუმშიც და სხვაგან. ათავისუფლებენ სამსახურებიდან ადამიანებს, იმიტომ რომ გახარიას გუნდის მხარდამჭერები არიან.
ცნობისთვის, პარტია საქართველოსთვის დემოკრატიის პლატფორმის გუნდი ადგილობრივ სამოქალაქო სექტორისა და შშმ პირების ორგანიზაციებთან შეხვედრები გამართა.










