LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ მონურ მდგომარეობას”-“გირჩი” სხვა ორგანიზაციებთან ერთად განცხადებას ავრცელებს

“ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ მონურ მდგომარეობას”-“გირჩი” სხვა ორგანიზაციებთან ერთად განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2021/01/17-ში
A A
55
ნახვა
გაზიარება

“გვაცადეთ მუშაობა!

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გირჩი ყოველთვის წინააღმდეგი იყო იმ უსამართლო და არაადამიანური შეზღუდვების, რომლებმაც ჩვენი ასობით ათასი მოქალაქისთვის კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა ისედაც რთული ცხოვრება და გაუთვალისწინებელი 5 მილიარდიანი ვალით დატვირთა ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი საშიშია და მასთან ბრძოლა მნიშვნელოვანი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ბრძოლის მეთოდები იყოს მორალური, სამართლიანი და ეფექტური. დღევანდელი გადმოსახედიდან ცხადზე ცხადია, რომ შარშან გაზაფხულიდან გატარებული ვითომ ვირუსის შემაკავებელი ღონისძიებები იყო მხოლოდ და მხოლოდპოლიტიკური მიზნების მატარებელი და რაიმე ხელშესახები შედეგი ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით არ მოუტანია.

დღეს აღარ არსებობს ქვეყანაში საღი აზრის მქონე ადამიანი, რომელსაც კიდევ სჯერა, რომ გზების მორეცხვა, ბლოკ-პოსტების მოწყობა სამხედროებით, სხეულის ტემპერატურის რეგულარული ზომვა ქალაქის ქუჩებსა და რაიონებში, ავტომობილში ერთი ოჯახის წევრებისთვის ერთად ჯდომის აკრძალვა, სოფლებისა და რაიონების ჩაკეტვა და შემდეგ მაკარონითა და ზეთით მომარაგება, სუფთა ჰაერზე სეირნობის აკრძალვა და სხვ., რაიმე კავშირში შეიძლება იყოს ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსის გავრცელების შეკავებასთან.ერთადერთი, რაც ამ ყველაფერმა მოგვიტანა, ესაა დამონებული და სახლში გამოკეტილი უამრავი მოქალაქე, რომელთაც დაკარგეს სამსახურები, დაუხურეს სიმწრით ნაკოწიწები ბიზნესები, დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავლები, გაეზარდათ ვალები ან ვეღარ ახერხებენ არსებული ვალების მომსახურებას, დაემსხვრათ ცხოვრების გეგმები და დაენგრათ ოჯახები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისაც დღემდე არავინ ეუბნება, როდის შეიძლება დასრულდეს ეს საგიჟეთი და როდიდან შესძლებენ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

მაგრამ, დღეს უკვე დე ფაქტო ხელისუფლება, რომლისთვისაც ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკურ ინსტრუმენტად ადამიანების მონურ მორჩილებაში ყოფნა იქცა, ისევ აგრძელებს შეზღუდვებს და ღია ნადირობა აქვს გამოცხადებული თავისუფალ ადამიანებზე, რომლებიც შრომით ცდილობენ საკუთარი თავისა და ოჯახების უზრუნველყოფას.

შრომა, გართობა და სპორტული აქტივობა არ არის კრიმინალი!

და მიუხედავად ამისა, ქართული პოლიცია, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი ასეთ აქტივობებში ჩართულ ადამიანებს ექცევა ისე, როგორც ბანდიტებსა და ტერორისტებს: უვარდება ობიექტებზე, ატარებს აბსურდულ სპეცოპერაციებს, აწარმოებს უშინაარსო საგამოძიებო პროცედურებს და ნაცვლად იმისა, რომ ვინმე ამაზე ბოდიშს იხდიდეს, პირიქით, სატელევიზიო სიუჟეტებს ქმნიან, თუ როგორ ეფექტურად აღკვეთეს კრიმინალი.

ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა რეალურ ბანდიტებს სრული კარტ-ბლანში აქვთ მიცემული.

ჩვენთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ესმის ეკონომიკის ელემენტარული პრინციპები, ცალსახაა, რომ ასე გაგრძელება ნიშნავს ეკონომიკის კიდევ უფრო დამუხრუჭებას, ახალი, უზარმაზარი ვალების აღებას, რომლებიც ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ, გაზრდილ გადასახადებს, გაზრდილ საბიუჯეტო დეფიციტს, ნაკლებ ინვესტიციებსა და კიდევ უფრო შენელებულ ეკონომიკურ განვითარებას და, საბოლოო ჯამში, სიღარიბეში კიდევ უფრო და დიდი ხნით ჩაძირვას.

და რადგან საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება არ აპირებს გონზე მოსვლას,

ჩვენ მოვითხოვთ:

– დაუყოვნებლივ გაუქმდეს ყველა სახის შეზღუდვა, რომელიც ეხება ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასა და ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას;

– დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა და აღდგეს ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან.

ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ მონურ მდგომარეობას და ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი.

ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალისთვის ბრძოლაში შემოგვიერთდეს, ჩვენი კარი ღიაა.

პატივისცემით,
გირჩი – მეტი თავისუფლება,

Sakhelosno BAR.Reformerfitness. MacLaren’s Irish Pub, ALIBI ROOM. Drunk Talk • პიანი ბაზარი”

.

თეგები: გირჩიშეზღუდვები
გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების ვინაობა

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ცნობილია ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების ვინაობა
მთავარი

ავარიას ქუთაისში მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი ემსხვერპლნენ. ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარე რიონში გადავარდა. შემთხვევა მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა.

დაწვრილებითDetails

მდინარე რიონში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა
მთავარი

"მეგა tv" -ის ინფორმაციით ქუთაისში, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობი ამოიყვანეს. როგორც მეგა tv-ს წყარო უყვება ახალგაზრდა მამაკაცები გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევა რიონჰესის საგუბარის მიმდებარედ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

” ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის უნციის ღირებულება 3 909 დოლარია. ერთი დღის განმავლობაში ძვირფასი ლითონის ფასმა 1.27%-ით იკლო. რაც შეეხება ვერცხლს, უნცია 49.05 დოლარი ღირს. ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა
მთავარი

ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა. ,,მეგა ტვ"-ს ინფორმაციით ავტომობილში 2 ახალაგაზრდა იმყოფებოდა, სავარაუდოდ, 18-20 წლის ბიჭები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწარფო დახმარებისა და სამაშველო...

დაწვრილებითDetails

სკოლაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ფაქსტს შსს ადასტურებს

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. "პირველების" ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულში ერთი სკოლის რამდენიმე მოსწვალე ფიგურირებს - ერთ შემთხევვაში მეოთხე კლასელზე სავარუდო...

დაწვრილებითDetails

“აგენტურა პატრონებთან მიდის რჩევების მისაღებად, როგორ შეიძლება რომ გადაარჩინონ” – ირაკლი ზარქუა ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრაზე

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
პრეზიდენტის ძმა ახალი ფენომენია ჩვენს პოლიტიკაში – ირაკლი ზარქუა
მთავარი

აგენტურას მორიგი მცდელობა აქვს, რომ თავიანთ პატრონებს შესჩივლონ, აბა, რა ვქნათო - მორიგ ჯერზე რაღაც გიჟობებს მოიფიქრებენ, რომელიც იქნება საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის...

დაწვრილებითDetails

ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სარჩელი ტელეკომპანიების „ტვ პირველი“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიების სიუჟეტებში...

დაწვრილებითDetails

„არასრულწლოვანს ძალადობის მუქარით მოწყალებას და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ”- შსს

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. შსს-ს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"