LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რადიკალური ოპოზიციის, ენჯეოების და ექს-პრეზიდენტის ამჩატება – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/03/01-ში
A A
30
ნახვა
გაზიარება

ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების შორსმჭვრეტელი და გონივრული პოლიტიკა თუ არ აღიარონ, გაჩუმდნენ მაინც, თეთრ სახლში აშშ-უკრაინის მძიმე შეხვედრის ფონზე, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რადიკალური ოპოზიციის, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამჩატება, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრას.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ომიდან სამი წლის თავზე ევროპელ ლიდერებს არ აქვთ გეგმა, როგორ აპირებენ მიმდინარე წვეთოვანი დახმარებით უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხებას. რა რესურსი, დრო და სიცოცხლე დასჭირდება ომში გამარჯვებას? – ეს კითხვა უპასუხოა“.

„რის ახსნას და შეგონებას ვცდილობთ სამი წელია რადიკალური ოპოზიციისთვის, მათი გამომყენებელი უცხოელებისთვის და მთლიანად ოპოზიციური ელექტორატისთვის? – 2022 წლის 24 თებერვალს ომი არამხოლოდ უკრაინაში, მთლიანად რეგიონში დაიწყო, როგორც მინიმუმ. ამ ომის კონტექსტი ჩვენზეც ვრცელდება.

ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ვუშვებდით ომის დაწყების ალბათობას, ვვარაუდობდით მის შესაძლო განვითარებას და მის ზეგავლენას საქართველოზე, ერთადერთ სწორ და მტკიცე გადაწყვეტილებამდე მივიდა – საქართველო არ უნდა გახდეს მიმდინარე ცხელი თუ ჰიბრიდული ომის მონაწილე არცერთ ასპექტში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ნებისმიერ ფასად.

პარალელურად, საქართველომ დაგმო რუსული აგრესია, დაგმო ომი, მოუწოდა მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ, მხარი დაუჭირა უკრაინას, მიიღო დევნილები, გაუგზავნა ჰუმანიტარული

დახმარება, საქართველოს საელჩო იყო კიევში დარჩენილი ბოლო დიპლომატიური მისია…

ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები (თუმცა, არავის მივეცით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა), არ გავგზავნეთ მოხალისე-მეომრები ფრონტზე, არ გავზარდეთ ესკალაცია და არ გავამძაფრეთ რიტორიკა…. რიტორიკა, როგორც გუშინ თეთრ სახლში დავინახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა..

ომიდან სამი წლის თავზე ევროპელ ლიდერებს არ აქვთ გეგმა, როგორ აპირებენ მიმდინარე წვეთოვანი დახმარებით უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხებას. რა რესურსი, დრო და სიცოცხლე დასჭირდება ომში გამარჯვებას? ეს კითხვა უპასუხოა. მხოლოდ გვესმის რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს.

ამ ომის საკვანძო მოთამაშეა ამერიკის შეერთებული შტატები. ახალმა ადმინისტრაციამ ომის დასრულების მტკიცე დაპირებით მიიღო ხალხის მანდატი. უკეთესია ეს ომი დასრულდეს ამერიკის მონაწილეობით, რომელიც უკრაინას დაიცავს, ვიდრე მის გარეშე. თუკი აშშ პროცესს გაეთიშება, ევროპა და უკრაინა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩება.

ასეთია მსოფლიო პოლიტიკა. ამგვარი ამბები ადრეც მომხდარა და კიდევ ბევრჯერ მოხდება. ქვეყნებს აქვთ თავიანთი ინტერესები და შესაბამისად მოქმედებენ, ითვლიან, ანგარიშობენ, შესაბამისად ეწყობიან.

საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მცოდნემ იცის ეს, ქვეყნის პასუხისმგებლიანმა ლიდერებმა იციან ეს, განათლებულმა ადამიანებმა იციან ეს, ვინც არ იცოდა, კარგად დაინახა. გაიგო ყველამ, გარდა ვისი? – ქართული ოპოზიციური სპექტრისა.

ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების შორსმჭვრეტელი და გონივრული პოლიტიკა თუ არ აღიარონ, გაჩუმდნენ მაინც, თეთრ სახლში აშშ-უკრაინის მძიმე შეხვედრის ფონზე, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რადიკალური ოპოზიციის, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამჩატება.

კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ამ ხალხის სამი წლის წინანდელი უმწიფარი პოსტები სოცქსელებიდან და ჰოლივუდური ესთეტიკის კადრები რუსთაველიდან. ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე მძიმე პროცესების კინოსერიალივით ყურება ოპოზიციური სპექტრის მთავარი მახასიათებელი გახდა.

ამ დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ხალხია, ვისი ხელისუფლებაში დასმაც სურს ზოგიერთ რეგიონ-რეგიონ მოსიარულე დიპლომატს. გასაგებია რატომ. სამი წლის წინ ხელისუფლება საკუთარ ჭკუაზე ვერ ატარეს, ამჩატებული უმწიფრების მართვა კი ადვილია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ივნისში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი 33 823 პირს ჰქონდა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში ყოველთვიურ ხელფასს...

დაწვრილებითDetails

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა - ინფორმაცას " ტვ პირველი" ავრცელებს.   https://www.youtube.com/watch?v=mjfWlBP9stU

დაწვრილებითDetails

ცოლზე ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა ქობულეთში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მამაკაცმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია მოქალაქე, რომელმაც 246 857 ლარის ოქრო საქართველოში უკანონოდ შემოიტანა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების  (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე) გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი...

დაწვრილებითDetails

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და ენერგიული იქნება. კარგი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და ახალი პროექტების დასაწყებად. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება....

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ნისლი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს: 30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა
მთავარი

სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ეს წყალია სიკვდილის წყალი – ცნობილია წყალწითელაზე დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა
მთავარი

მდინარე წყალწითელაში 30 წლის ავთო ცაავა დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის გადარჩენას შემთხვევის ადგილზე მყოფი მისივე მეგობარი და კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. „აღარასდროს აღარავინ ჩახვიდეთ ამ ადგილას. უმორჩილესად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"