Wizz Air-ის ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა. რეისები 14 მიმართულებით შესრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც საჰაერო ხომალდის დაბრუნებას და აღდგენილი რეისის შესრულებას დაესწრო.
“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია Wizz air დაბრუნდა პირველი ბაზით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, შედეგად ქუთაისის აეროპორტიდან გაფრინდა რეისი სალონიკის მიმართულებით, 115 მგზავრით.
უკიდურესად მნიშვნელოვანია Wizzair-ის ბაზის დაბრუნება აეროპორტში, ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში, ისევე როგორც სრულიად საქართველოში. ბაზის მეშვეობით ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გვექნება 14 მიმართულება ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს ტურიზმის, ისევე როგორც ავიაციის სექტორს კოვიდ პანდემიის დროს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1-ლი ივლისიდან ევროპის ქალაქების, მილანის პრაღას, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგემის მiმართულებნით განახლებული რეისები დაინიშნა. Wizz Air ამ მიმართულებებით დამატებით რეისებს შეასრულებს.