LIVE TV
კვირა, დეკემბერი 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ჩვენი სტრატეგიაა, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ კლუბის მართვაში”-“ტორპედო”-ს ახალი ინვესტორი გამოუჩნდა

დაპოსტა 2021/07/03-ში
78
ნახვა
გაზიარება

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა აიეტ კუკავამ განაცხადა, რომ მისი კომპანია „ტორპედოში“ ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა. ცნობილი ფინანსური საინვესტიციო კომპანია, რომელსაც უცხოელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოში უკვე 700 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალი აქვს დაბანდებული (საბანკო-საფინანსო, ტექნოლოგიურ, კომუნიკაციების, უძრავი ქონების, ტურისტულ, ენერგეტიკის და განათლების სექტორებში), ფეხბურთშიც აპირებს შესვლას.

    „ნახევარ წელზე მეტია ქუთაისის „ტორპედოს“ ირგვლივ ინფორმაციების მოძიების, თემის შესწავლის და ანალიზის პროცესში ვართ. ამ დროის განმავლობაში საფუძვლიანად შევისწავლეთ ეს საკითხი, მოვამზადეთ კონცეფცია და ბიზნესგეგმა, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მათი მხრიდან ამ თემის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა.

      საკმარისია ითქვას, რომ სადეპოზიტო ანგარიშზე საგარანტიო თანხად 7 მილიონი დოლარიც კი დაგვიდეს. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან კლუბის მმართველობაში ჩვენი შესვლის თაობაზე. შევხვდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომელსაც გავაცანით ჩვენი გეგმები. შეხვედრამ ძალზე კეთილგანწყობილ ვითარებაში ჩაიარა და ბატონმა ლევანმა ყოველგვარი დახმარების პირობა მოგვცა. ამას გარდა, უკვე დავუფიქსირეთ ჩვენი ინტერესი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს. ორივე ამ უწყებაში პირველი პირების დონეზე არიან ინფორმირებულები. გვქონდა შეხვედრები რეგიონის ხელმძღვანელობასთანაც, რომლებიც ასევე მიესალმნენ ჩვენ ინიციატივას“, – ამბობს აიეტ კუკავა.

მისი თქმით, კლუბში მისვლას უახლოეს პერიოდში იმედოვნებს.

 

„ჩვენი სტრატეგიაა, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ კლუბის მართვაში, რათა ეტაპობრივად გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა და დავიწყოთ სწრაფი განვითარება. გვსურს, ყველა დავალიანება გავისტუმროთ და ამ სეზონშივე, სექტემბრამდე მოვიყვანოთ ისეთი ფეხბურთელები, რომელთა დახმარებითაც „ტორპედო“ევროზონის ადგილისათვის იბრძოლებს. მესმის, რომ ვიღაცას ეს შეიძლება ძალზე ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, რადგან ამ ეტაპზე გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მაგრამ წინ კიდევ ნახევარი სეზონია და ჩვენ სიტყვებს ჰაერში ნამდვილად არ ვისვრით“.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდში სოლიდურ ინვესტიციებს დააბანდებს.

„პირველ ეტაპზე ჩვენი ინვესტიციების მოცულობა 20 მილიონ დოლარამდე იქნება და ქართულ საფეხბურთო რეალობაში ამ ფინანსებით რისი გაკეთებაცაა შესაძლებელი, ამას ყველას დავანახებთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა – 5-წლიან პერსპექტივაში გავიყვანოთ ქუთაისის „ტორპედო“ აღმოსავლეთ ევროპის ტოპ-10-ში და ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ამ სიტყვებზე. მთავრობისგან მხოლოდ ერთ დახმარებას ვითხოვთ – დროზე გადმოგვცენ კლუბი და დანარჩენს ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ!“

თეგები: Alliance Group Holdingაიეტ კუკავალიანს ჯგუფი ჰოლდინგიტორპედოტორპედოს ახალი ინვესტორი გამოუჩნდა
გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

ერთი ამობრუნდა – ავარია ხონში

დეკემბერი 20, 2025
2.7k
მთავარი

მეგა tv ის ინფორმაციით ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ერთი ამობრუნდა. როგორც ადგილზე აცხადებენ  დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუ რა გახდა ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

დაწვრილებითDetails

“პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ”- ნინო კალანდაძე უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეზე

დეკემბერი 20, 2025
102
მთავარი

უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ნინო კალანდაძე განმარტავს, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან აწი აპირებენ წასვლას. კალანდაძე ამბობს, რომ მათ, ვისაც...

დაწვრილებითDetails

მოკლული მასწავლებლის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
1.1k
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის საქმე - გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ჯამში მათემატიკის მასწავლებლის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სანდრო ბაზაძე 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

დეკემბერი 20, 2025
17
მთავარი

,,გალა-დაჯილდოება 2025“ ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის შემდეგ, ამჯერად სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2025 წლის სპორტული შედეგების მიხედვით სხვადსხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილოების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა...

დაწვრილებითDetails

საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
43
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული მ.ს. და 1999 წელს დაბადებული მ.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

დაწვრილებითDetails

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)

დეკემბერი 20, 2025
85
მთავარი

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)- სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.  "გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე). ღმერთმა აცხონოს მამა აკაკის სული და დააწესოს იქ სადაცა...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში მოსწავლის ცემის საქმეზე ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
411
მთავარი

ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი მოსწავლის ცემის ფაქტზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.  

დაწვრილებითDetails

ექიმებმა კიბოს უჩვეულო სიმპტომი დაასახელეს

დეკემბერი 20, 2025
52
მთავარი

ბრიტანელი ექიმების განცხადებით, ხშირი სლოკინი შესაძლოა ონკოლოგიურ დაავადებაზე მიუთითებდეს. ამის შესახებ Daily Express-ი წერს. სლოკინის მიზეზი შეიძლება ძალიან სწრაფად ჭამა, დიდი რაოდენობით საკვები ან სპირტიანი სასმელის მიღება გახდეს. თუმცა, ამასთან, ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუბრუნდება მართვის მოწმობა – შსს დეტალებს განმარტავს

დეკემბერი 20, 2025
42
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა კანონის პროექტები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით 35 500-მდე პირს შეჩერებული აქვს მართვის...

დაწვრილებითDetails

Facebook-ს ახალ სქემას ტესტავს – რა შეიძლება გახდეს ფასიანი

დეკემბერი 20, 2025
25
მთავარი

Meta, ფეისბუკის შემქმნელი კომპანია ახალ სქემას ტესტავს, რომლის თანახმად, ზოგიერთი მომხმარებლისთვის Facebook-ზე ბმულების გაზიარება ფასიანია. კრეატორებმა Meta-სგან შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობს: "Meta Verified-ის არმქონე ზოგიერთი ფეისბუკპროფილი, მათ შორის შენიც, თვეში მხოლოდ ორ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».