ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ექიმი, რომელიც გორიდან წეროვნის მიმართულებით მიდიოდნენ.
როგორც რადიო “მოზაიკას” გორმედის კლინიკაში უთხრეს, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა.
“დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით ჩემთვისაც არ არის ცნობილი. მხოლოდ, ის ვიცი რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენი ექიმები გაემგზავრნენ მათთან და მალე გავიგებთ, რა მდგომარეობაა”, – გვითხრა “გორმედის” ექიმმა, მერაბ მაისურაძემ