“ჩვენი ეპარქიის რომელიმე სასულიერო პირზე მზგავსი ნიშნით კითხვის ნიშნები არ არსებობს და გზად თუ ვინმემ სხვა პირმა ან თვითმარქვიამ ან ოფიციალურად სასულიერო პირმა რაიმე გააკეთა ეს შეგიძლიათ დაზარალებულს კითხოთ ანუ ჩვენი ეპარქიის , რომელიმე წევრი მზგავს ქმედებაში გარეული არ არის, ეს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ” აცხადებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მოძღვარი მატათა ქარქაშაძე
მედიაში გავრცველებული ინფორმაციით ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ქალი შეიყვანეს, რომელიც სასტიკად არის ნაცემი.
ქალს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში და კიდურებზე აღენიშნება.
წყაროს ცნობით ფაქტი სასულიერო პირმა ჩაიდინა.
შემთხვევა კი იმერეთის ორი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.










