“პრაღის ქუჩებში, რომ არხეინად ვსეირნობდი, თურმე მაგ დროს საფულე დაკარგული მქონდა.
მასში იყო პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, საბანკო ბარათები, პრესკარტა და ცოტა ფული (დოლარი, ევრო, კრონი, ლარი).
გუშინ საღამოს შემთხვევით მესენჯერის ის სივრცე შევამოწმე, სადაც არა მეგობარი ადამიანების გამონაგზავნი შეტყობინებებია, სადაც ჩეხურ ენაზე ვიღაცას მონაწერი ჰქონდა, რომ ეროვნულ მუზეუმში ვიპოვე თქვენი საფულე, გავხსენი და პირადობის მოწმობიდან გამომდინარე გწერთ, რომ ის მუზეუმის დაცვას ჩავაბარე და საცავშია შენახულიო. მივვარდით უცებ მუზეუმში და ჩემი საფულე ჩეხური კულტურის საგანძურის ერთ-ერთ სეიფში იყო განთავსებული.
ასე გახდა ჩემი ქონება რამდენიმე საათით მრავალმილიონიანი ექსპონატების კოლექციად. მადლობა მას ვინც იპოვა, დაცვას მისცა და მე მომწერა, თორემ ვერც მივხვდებოდი, სად და რა მომენტში გადამივარდა ჯიბიდან.
“-წერს ჟურნალისტი
საქართველოს საპატრიარქოში პრესკონფერენცია გაიმართება
დღეს, 10 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში პრესკონფერენცია გაიმართება. კონფერენცია 11 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დაგეგმილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...










