ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონის ყველა საკონტროლო გამშვები პუნქტი დაიხურა. მიზეზი ანონიმური შეტყობინებაა, რომლის თანახმად სადგურის ტერიტორიაზე ნაღმია. ამის შესახებ ჩერნობილის ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა, იაროსლავ ემელიანენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ადგილზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ჩერნობილის ზონაში შესვლა და იქიდან გამოსვლა შეჩერებულია.
უსაფრთხოების ღონისძიებების დასრულებას ასობით ტურისტი ელოდება.
“ძირითადად ზარებით “სტალკერები” ერთობიან”, – დასძინა მან.










