,, მიმიშვით ჩემ ჯვართან, ჩემი გაყიდული მიწა უნდა დავიტირო” – ეს დილის ყველაზე მძაფრი ემოციური გზავნილია რიონის ხეობიდან.
დღეს, დილით გავრცელდა ცნობა რომ იქ აღმართული ჯვრის აღება იგეგმებოდა და რიონის მცველებიც ჯვართან მივიდნენ.
მართალია , პოლიციამ ჯვრის აღების სამუშაოები არ დაადასტურა , თუმცა არც ჯვართან მიახლოების უფლება მისცა ადამიანებს.
ჯვარი რიონის ხეობის მცველებმა მას შემდეგ აღმართეს, რაც სამუშაოების დაწყება დაანონსდა.
რიონის ხეობის მცველები , ორ თვეზე მეტია, ღამეს კარვებში ათევენ.
ხეობა 105 მ. სიმაღლის წყალსაცავით უნდა დაიტბორის, რასაც ხეობელები და დამოუკიდებელი ექსპერტები მაშტაბურ ეკოლოგიურ საფრთხედ მიიჩნევენ.
ქუთაისში ყველა დაანონსებული ბრიფინგი გაუქდა . მოხალისეები ნამოხვანისაკენ გაემართნენ.