“მე მინდოდა ეს ფული რომ დავასრულო ალბომზე მუშაობა, რომელსაც ჰქვია “მარადმწვანე”, სტაბილურად დავიწყო იოგას ვარჯიში და ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ” – ეს იყო სიტყვები, რომელიც 24 წლის ახალგაზრდა არტისტმა Ras Green-მა, იგივე დათო პაქსაშვილმა 2016 წელს გადაცემაში “ცოდნა ფულია” 25 ათასის მოგების შემდეგ თქვა.
https://www.youtube.com/watch?v=oyWSVtYJB1A
მუსიკოსი დღეს მძიმე მდგოამრეობაშია. ის გუშინ დილით მე-3 სართულიდან გადმოვარდა და უმძიმესი მოტეხილობებით საავადმყოფოში წევს. მას ოპერაციები სჭირდება, რისთვისაც მისი მეგობრები დახმარებას ითხოვენ.
მის დასახმარებლად ფეისბუკზე ჯგუფი შეიქნა, სადაც მუსიკოსის მეგობარი წერს:
“გამარჯობათ მეგობრებო, ცუდი ამბავი გვაქვს…
უმაგრესი პირვონება და უნიჭიერესი რეპერი Ras Green დღეს დილით გადმოვარდა მესამე სართულიდან. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება Jerars Clinic-ში. აქვს მრავალი მოტეხილობა და ესაჭიროება სამი ოპერაცია… ვისაც შეგიძლიათ დახმარება Nick Green-ის (ნიკოლოზ ვერძეული) ანგარიშზე ჩარიცხეთ თანხა. ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია!!!
თიბისი / TBC : GE22TB7967045063600036
წინასწარ დიდი მადლობა და გთხოვთ მეგობრები დაამატოთ ჯგუფში. ერთად ვიბრძოლოთ ამ კაცის გადასარჩენად ” – წერს ალექსანდრე დგებუაძე.
დავით პაქსაშვილმა მუსიკალური მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით გაერთიანებასთან თანამშრომლობდა. “მწვანე ოჯახის” წევრმა არტისტმა სადებიუტო ალბომი “56 პრობლემა” 2013 წელს გამოსცა.