“ბარსელონას“ და მადრიდის „რეალის“ ქალთა გუნდების ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მსოფლიო რეკორდი დამყარდა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩს „კამპ ნოუზე“ 91 553 მაყურებელი დაესწრო, რაც ქალთა ფეხბურთისთვის ეს აქამდე უპრეცენდენტო შემთხვევაა.
„ბარსელონამ“ „რეალს“ 5:2 მოუგო და ტურნირის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში 8:3 მოგებით გავიდა.










