საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან ქუთაისელებს მიმართავს და წერილს ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
წერილი ენმ-ის წევრმა და ქუთაისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარი დებატების” სპეციალურ ეთერში წაიკითხა.
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“ჩემო ძვირფასო და განსაკუთრებულო ქუთაისელებო!
იცით, როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები გვაქვს თქვენზე. მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი.
ახლა თქვენ გყავთ ძალიან კარგი კანდიდატი. შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილას გავიდა და თქვენ მათ ხმა მიეცით დიდი ზეწოლის ფონზე. აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოთ და ესე იგი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია, თითოეულმა თქვენგანმა.
გთხოვთ, იაქტიურეთ. საქართველოს და თითოეული თქვენგანის, ჩვენგანის ბედი წყდება. სიყვარულით მიხეილ სააკაშვილი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.










