LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ჩემო ფუტკარივით მშრომელო ბებო როგორ ვაპატიო”-რა მოხდა კლინიკა რუსთავში

“ჩემო ფუტკარივით მშრომელო ბებო როგორ ვაპატიო”-რა მოხდა კლინიკა რუსთავში

დაპოსტა 2022/01/29-ში
A A
7.3k
ნახვა
გაზიარება

კინოთეატრი „კავეას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მაიკო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კლინიკა რუსთავში მიცვალებულები აერით.

 

„ეს კეთილშობილი ქალბატონი გარდაიცვალა კლინიკა რუსთავში და სანამ ოჯახის წევრები ჩავიდნენ წამოსაყვანად, ის სხვას გაატანეს და ამ ქალბატონის ოჯახის წევრებს სხვა გარდაცვლილი გამოატანეს. კლინიკა რუსთავის ირგვლივ დიდი ხანია ისმის საშინელი ისტორიები, პაციენტების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ და ახლა უკვე გარდაცვლილებზეც გადავიდნენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა თქვენ არაფერი გაგიგიათ ამ კლინიკაში არსებული განუკითხავობის და ამ კლინიკის გარეწრობის შესახებ ?

რომელიმე გამწარებული ოჯახის პრობლემა შეისწავლეთ ოდესმე დეტალურად ? ვინ აძლევს და რის საფუძველზე ინარჩუნებენ ლიცენზიებს ეს კაციჭამია გარეწრები ? ვისი ინტერესია, რომ ხელი ქვედა რგოლს შეაწმინდოს ხოლმე ასეთ დროს ? ზედა რგოლი, მენეჯმენტი რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდეს, არც მორგში და არც მისაღებში ამგვარი უბედურებები არ მოხდებოდა. თქვენც ხომ იცით ?! ისედაც გამწარებულ და განადგურებულ ოჯახებს რომ მიცვალებულებს სტაცებენ, სავარაუდოდ მომხდარი დანაშაულის და გარდაცვალებამდე არაადამიანური მოპყრობის კვალის დაფარვის მიზნით, ეს იმდენად ნორმალური მოცემულობაა, რომ თქვენგან სპეციალური ჯგუფის შექმნას და იმ კლინიკაში არსებული სიტუაციის დეტალურ კვლევას არ საჭიროებს?

სადამდე უნდა გაგრძელდეს ჯანდაცვის სექტორში უვიცობა და გამიზნული ბოროტების თარეში ? ამ ყველაფერს ხშირ შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლე და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა ეწირება. ვინ აგებს ამაზე პასუხს ? მინისტრის ცვლილება არ უშველის ამას – მინისტრებმა სისტემაში არსებული „მარგინალიზმი“ უნდა შეცვალონ, თორემ პირველი პირი ვინ იქნება სტრუქტურაში ხალხს ეგ არ ადარდებს. თეა წიკლაური ვწუხვარ ამ კეთილშობილი ბებოს გარდაცვალების და იმის გამოც, რაც შემდგომ გადაიტანეთ“, – წერს მაიკო სიხარულიძე.

 

 

თეგები: კლინიკა რუსთავიკლინიკა რუსთავში მიცვალებულები აერიათმაიკო სიხარულიძე
გაზიარება2906

დაკავშირებული -პოსტები

ქორწილში, მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი
მთავარი

მარნეულში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულში საქორწილო დარბაზში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ქორწილის დროს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 35 წლის...

დაწვრილებითDetails

“ვერც შსს-ში და ვერც სუს-ში ვერ ახერხებს ივანიშვილი სიტუაციის სტაბილიზაციას” -თაზო დათუნაშვილი

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
“კომიკური და უდიდესი უტიფრობაა, რომ ერთი ხელით დანაშაულს სჩადის მთელი ძალოვანი სისტემა „ქურდული სამყაროს“ დახმარებით” – თაზო დათუნაშვილი
მთავარი

ვხედავთ, რომ ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვერც სუს-ში ვერ ახერხებს ივანიშვილი სიტუაციის სტაბილიზაციას, ორ წელიწადში სუს-ის სამი უფროსი გამოიცვალა, ერთი დაიჭირა, მეორე სადღაც რეზერვში გაუშვა და მესამეს მოგონილ თანამდებობაზე ნიშნავს -...

დაწვრილებითDetails

“პრემიერ-მინისტრის დონეზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება” – გია ვოლსკი

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

პოლიტიკური პოსტიდან ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება - შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი სამინისტროს შექმნით, რომელსაც მამუკა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია როდის გაიმართება სინოდის სხდომა

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი.

დაწვრილებითDetails

ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. როგორც გარემოს...

დაწვრილებითDetails

“რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები?”-კახა კალაძე

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის...

დაწვრილებითDetails

მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება...

დაწვრილებითDetails

2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 929 581 შეადგინა-საქსტატი

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 52% (2...

დაწვრილებითDetails

თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
მთავარი

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში CH-47 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ავიაციის სარდლობას ეკუთვნოდა. მან კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა....

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 2005 წელს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"