დეპი-ჰარდის პროცესზე ემბერს შეკითხვა დაუსვეს, მოსამართლემ მას ჰკითხა, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება გახმაურებული საქმის დაწყების შემდეგ. ჰარდმა თავი ვერ შეიკავა და ძალიან ემოციური ჩვენება მისცა, მან განაცხადა, რომ ჯონი დეპთან განქორწინების შემდეგ, მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა.
„მე მდევნიან, მითვალთვალებენ და მამცირებენ. ადამიანებს ჩემი მოკვლა სურთ და ამას დაუფარავად მეუბნებიან. მათ სურთ ჩემი ქალიშვილი მიკროტალღურ ღუმელში შესვან. ჯონი მემუქრებოდა, რომ თუკი მას მივატოვებდი, ის ისე გააკეთებდა, რომ ყოველ დღე მასზე მეფიქრა“, – ამბობს ჰარდი.









