
“ამერიკის საელჩოში, რომ გამიჩნდეს ახლა ფული და მივიტანო საბუთები და დავტოვო საელჩოში, მე გოგი წულაიას მინდა აშშ- ში წასვლა, იმდენია ეს უკვე დატოვებული, 2 წლის მერე დაგირეკავენ და გეტყვიენ , კარგი ბიჭი ხარ შენ, მარა არაო. შვილებს ვფიცავარ რამდენიმე წლის წინ რომ ეთქვათ ჩემთვის შვილს ეტყოდი ემიგრაციაში წადიო, შეიძლება ქვა ჩემერტყა თავში და პერფორმანსი მომეწყო. ახლა გერმანიაში იყო სტუდენტური პროგრამით ჩემი ბავშვი, ბიჭი, ჩამოსულია უკვე. ვურეკავდი- ბიჭო გეიცანი ვინცხა, ან ქალს გახედე შე შობელძაღლო, ან ვინცხა გეიცანი. მე ამას თუ ვიზამდი, შვილებს ვფიცავარ 4 წლის წინ ქვას ჩამარტყამდი თავში ეს რომ ვინმეს ეთქვა. ამ ზაფხულზე ბიჭს ვეუბნებოდი დარჩი ბიჭო ნუ ხარ ხათრიანი, გეიხედე-გამეიხედე, ან ვინცხა გეიცანი, ან რაცხა ქენი. უკვე დგება ის პერიოდი, როცა თუ ახლა შევხედე რომ აქ არაფერი აღარ გამოდის უკვე, რას ვერჩი ჩემს შვილებს მე ვერ ვგებულობ. რატომ უნდა იყოს ჩემი შვილები უპერსტექტივოთ, რატო უნდა იყოს ნებისმიერის შვილი უპერსპექტივოდ? ვის შევაჩერდე, სალომე წულაია და თემური წულაია კობახიძის შვილს გავუზარდო მონად? “- გოგი წულაია










