“არა უსამართლობას! ძირს მიკერძოებული პროკურორი ზიტა ჭულუხაძე” – ამ ლოზუნგით ქუთაისში პროკურატურასთან დღეს აქცია გაიმართა.
“პროკურატურას ვაძლევთ სამი დღის ვადას, შევიტანთ საჩივარს საპროკურორო საბჭოში ზიტა ჭულუხაძის წინააღმდეგ და დავიწყებთ შიმშილობას” – განაცხადა “მეგა ტვ”-თან საუბრისას რუსუდან ფურცხვანიძემ.
როგორც დაზარალებული რუსუდან ფურცხვანიძე ამბობს, მის მიერ დაგირავებულ ბინაში მცხოვრებმა ხატია კუხალაშვილმა და ბექა მამასახლისმა მისი პირადი ნივთები დააზიანეს, რითაც მას 4 000 ლარამდე ზარალი მიადგა. მიუხედავად იმისა რომ, გამოძიება 2 წელია დაწყებულია ბრალდებულები დაკავებულები არ არიან და არც ზარალის თანხა აუნაზღაურებიათ. დაზარალებული და მისი ადვოკატი პროკურატურას მიკერძოებაში ადანაშაულებენ.
“ორი წელი გახდება მარტში, რაც საქმე მიმდინარეობს. ხატია კუხალაშვილს, დროზე ადრე გადავუხადე ფული. ცოლ-ქმარი გამეპარნენ ბინიდან, მომპარეს ნივთები. დაზარალებულად ვარ ცნობილია, თუმცა შედეგი არ არის. პროკურორი ზიტა ჭულუხაძე ერთხელ შემხვდა, მითხრა ჩემს სანახავად ჩამოხვედიო? პროკურორი ზიტა ჭულუხაძე კუხალაშვილებმა მოისყიდეს. ამ აქციას თუ რეაგირება არ მოჰყვა ჩემი სიკვდილი იქნება ზიტა ჭულუხაძის კისერზე. მე მეორე ტიპის დიაბეტი მაქვს და ჩემი 1 საათი შიმშილიც კი არ შეიძლება და დავიწყებ შიმშილს. აუცილებლად ვუჩივლებ, ჯერ-ჯერობით ველოდები რეაგირებას და ბრალდებულების დაკავებას. იციან ვინ არის ბრალდებული, უბრალოდ მითანხმდებიან ვინ დავაკავოთო, ცოლი თუ ქმარი, ორივე, იმიტომ რომ ორივე ცხოვრობდა ჩემს ბინაში. კუხალაშვილები არიან ბიზნესმენები და ამბობენ რომ პროკურატურაში და პოლიციაში დავხარჯავთ მაგ ფულს და შენ არ გადაგიხდითო.” – აცხადებს დაზარალებული რუსუდან ფურცხვანიძე.
როგორც რუსუდან ფურცხვანიძის ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი “მეგა ტვ”-თან საუბრისას აღნიშნავს კუხალაშვილები საქმეებს აწყობენ:
“ხატია კუხალაშვილი და მამასახლისი ბექა არიან დამნაშავეები, მათ მოიპარეს ნივთები. ჩატარებულია ექსპერტიზა, არის აუდიტის დასკვნა. კუხალაშილები არიან ეჭვმიტანილები, მაგრამ სამწუხაროდ გამოძიება წინ არ მიდის 2 წელია. ზიტა ჭულუხაძე რამდენჯერმე შევაწუხოთ. ჩვენი ეჭვი არის რომ კუხალაშვილები საქმეებს აწყობენ. თქვენ ვერაფერს ვერ მიაღწევთ, დაზიანების თანხა რაც არის ჩვენ იმას რესტორანში ვხარჯავთო. ჩვენ საქმეს ჩავფარცხავთ პოლიციაშიო, ასე განგვიცხადეს კუხალაშვილემბა.” – აცხადებს ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი “მეგა ტვ”-თან საუბრისას.