LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ჩემი საქციელი იქნება ყოვლადუღირსი, თუ ნამოხვანის ჰესებზე არ ვილაპარაკებ” – მიტროპოლიტი სტეფანე

“ჩემი საქციელი იქნება ყოვლადუღირსი, თუ ნამოხვანის ჰესებზე არ ვილაპარაკებ” – მიტროპოლიტი სტეფანე

დაპოსტა 2021/02/02-ში
A A
167
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ნამოხვანის ჰესების მშენებლობასა და ამ საკითხის ირგვლივ არსებულ სახალხო პროტესტს ეხმიანება.

“ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ამ ადამიანების დარბევა. ვცდილობდი, ნამოხვანის ჰესების საკითხზე ღიად არ მესაუბრა, მაგრამ დღეს სხვა გზა არ დამრჩა. იმ დარბევის შემდეგ, ჩემი საქციელი იქნება ყოვლადუღირსი, თუ ხმამაღლა არ ვილაპარაკებ. მოსახლეობას უფლება აქვს იცოდეს, რა საფრთხის წინაშე დგას ეს კუთხე. თუ სიმართლე ხელისუფლების მხარეზეა, ის შეგიძლია არგუმენტებით დაიცვა, არ არის საჭირო ხალხის ცემა. ამით მეც თავში ჩამარტყეს…

იქ არის სეისმური ზონა. გვახსოვს 8 ბალიანი მიწისძვრა რაჭაში (1991 წელს). რაღაც რომ მოხდეს, ნამოხვანის ჰესების კაშხლები გათვლილია 5 ბალზე. ჯერ-ჯერობით არცერთი დასკვნა არაა რეალურად დადებული. იქ სულ კარსტული მღვიმეებია, სიცარიელეა მთებს ქვემოთ. თუ დამბამ მიწისძვრას გაუძლო, შესაძლოა წყალი ამ მღვიმეებში გაიპაროს და ამოავსოს. ამ მღვიმეების მხოლოდ ერთი ნაწილია პრომეთეს მღვიმე.

ჩემთან მოვიდნენ კომპანია „ქლინ ენერჯის“ წარმომადგენლები და ითხოვეს შეხვედრა. ჯერ ეს კომპანია იყო ინვესტორი, ვიდრე ამ პროექტს „ენკა რინიუებლზს“ გადაულოცავდნენ. სურდათ აეხსნათ, რა სიკეთე მოაქვს ნამოხვანის ჰესების კასკადს. შეხვედრაზე დავთანხმდი, ოღონდ ჩვენთვის სანდო სპეციალისტების თეა გოდოლაძის, ნინო ჩხობაძის, მოსახლეობის წარმომადგენლების მონაწილეობით. მთავარი იყო გეოლოგიური კვლევა. დაგვპირდნენ, ამაზე ვმუშაობთ და მოგიტანთო. არაფერიც არ მოუტანიათ…

ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიგეგმა, მაგრამ მაშინ დაიბლოკა გარემოზე ზემოქმედების, მდინარის თავისებურებების, ქუთაისის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით. სააკაშვილის ხელისუფლებამ „ნაფტალინიდან“ ამოიღო ეს პროექტი და ხელახლა შემოიტანა. მოსახლეობა შფოთავდა, რადგან ახსოვდათ, წლების წინ რატომაც დაიბლოკა. მაშინ მე დავესწარი შეხვედრას ცაგერის კულტურის სახლში, ხელისუფლების, კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები იყვნენ. როცა უსაფრთხოებაზე დაისვა კითხვები, ექსპერტები ვერ ასაბუთებდნენ. 2012 წელს, „ქართული ოცნება” რომ ატარებდა წინასაარჩევნო შეხვედრებს, მაშინ ითქვა, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა უნდა შეწყდეს. თან ნამოხვანის კასკადი ერთი ჰესი არ არის, ჯერ სამი უნდა ყოფილიყო და ახლა ორზე დაიყვანეს. ოღონდ, ენგურჰესის შემდეგ, მაინც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰესი გამოდის. მეორედ, ცაგერის კულტურის სახლში შეხვედრა უკვე ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის დროს ჩატარდა. არადა, მანამდე ამბობდნენ, რომ ეს ჰესი არ უნდა აშენებულიყო. ამ შეხვედრაზეც მივედი. გამორიცხულია, რომ არ დავსწრებოდი. მთელს ლეჩხუმსა და იმერეთს ეხება. იტბორება ჩვენი ეპარქია და თუ დაინგრა, ქუთაისსაც წაიღებს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

გაზიარება67

დაკავშირებული -პოსტები

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   დღე ენერგიული და ნაყოფიერი იქნება. შეძლებთ დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებას. საღამოს სასიამოვნო სიახლე ან საინტერესო შეხვედრა გელით.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. სპონტანური ხარჯები უმჯობესია გადადოთ....

დაწვრილებითDetails

29 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. მანდატურებმა თბილისის საკრებულოს წინ დაკავებული აქტივისტების მხარდამჭერები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს. შვიდი ადამიანის, მათ შორის თორნიკე თოშხუას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკა და სანავიგაციო სისტემები სრულად განახლდება – „საქაერონავიგაცია“

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს
ეკონომიკა

„საქაერონავიგაცია“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს, – ამის შესახებ საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან კარანაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ულტრათანამედროვე სისტემები სრულად შეესაბამება როგორც...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრლდებით ქუთაისში 2 პირი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

უთვალთვალებდა, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა – დააკავეს კაცი, რომელმაც დაზარალებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო გაუვრცელა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ...

დაწვრილებითDetails

უდიდესი ტკივილი მოგვაყენა – ქუთაისის 37-ე საჯარო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

"სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, თანამშრომლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, დავით კიკვაძის, გარდაცვალების გამო. დავითის გარდაცვალებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა. იგი ყოველთვის დარჩება ჩვენი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები...

დაწვრილებითDetails

28 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, ახალგაზრდა კაცი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

ბახმაროში, 28 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, ახალგაზრდა კაცი დააკავეს - ბრალდებული პოლიციამ დღეს დილით დააკავა. ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. "პირველების" ინფორმაციით, ის ჩვენებაში წერს, რომ სესუალური ძალადობა რამდენიმე დღის წინ...

დაწვრილებითDetails

ყვიროდნენ, პულსი არ ესინჯებაო, ოთხი შვილის მამა დაიღუპა – ცნობილია ბათუმში დაღუპული კაცის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ყვიროდნენ, პულსი არ ესინჯებაო, ოთხი შვილის მამა დაიღუპა – ცნობილია ბათუმში დაღუპული კაცის ვინაობა
მთავარი

“ოთხი შვილის მამა დაიღუპა… ყვიროდნენ, პულსი არ ესინჯებაო” – ბათუმში ავარიას  39 წლის ლევან ლორთქიფანიძე ემსხვერპლა. ის ოჯახთან ერთად ხელვაჩაურში ცხოვრობდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ. “ძალიან მძიმე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"