,,??????????????ნიკო 2019 წელს გავიცანი როცა ევროპული განათლება მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია feeds შექმნა. მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი ბოლოს მაინც სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებთქო დღეს დილით გავიგე რომ ჩემი ნიკო მოკლეს 8 ტყვია დააცალეს! ?? ვინ ხართ ვინ გაგზარდათ ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს?” – წერს სოციალურ ქსელში ნინო ზამბახიძე
ვერაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა.
ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულმ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
18 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს. დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. თავდამსხმელმა მისი მისამართით, სავარაუდოდ, 9-ჯერ გაისროლა და გაიქცა.










