თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თენგიზ კოპალიანი კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის გიორგი გალდავას განხრაზ მკვევლობისთვის ბრალდებული ექიმის თეიმურაზ ბეჟანიძის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე მსჯელობს.
ბრალდებული ექიმის ადვოკატმა კახა შონიამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 -ლარიანი გირაოს შეფარდება ითხოვა.
თავად ბრალდებულმა კი სასამართლოში განაცხადა, რომ კოლეგის მოკლვლის მცდელობა არ ჰქონია. მხოლოდ შეშინების მიზნით გაისროლა
“მე განზრახ მოკვლის მცდელობა არ მქონია. ეს გამორიცხულია. მე მინდოდა შეშინება, კუთხეში გავისროლე, ამ დროს ადგა თუ რა იყო არ ვიცი და მხარში… მე რომ მაგის მოკვლა მდომებოდა პირისპირ ვიყავი ნახევარ მეტრში, მე გული სად არის და თავი სად არის ექიმმა კაცმა ვიცი, მე ყოფილი ოფიცერი ვარ.
ეს მოხდა შემთხვევით, შეშინების მიზნით, რომ მან სამსახურიდან უსაფუძვლოდ გამანთავისუფლა. უმიზეზოდ…
ჩემი ნაყიდი კონდენციონერის პულტი არ მივეცი და ამაზე განაწყენებულმა გამათავისუფლა. 4-ჯერ გადამიყვანა სხვადასხვა კაბინეტში… ” – განაცხადა ბრალდებულმა თეიმურაზ ბეჟანიძემ.