LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს – თამთა თოდაძე

ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს – თამთა თოდაძე

დაპოსტა 2019/10/09-ში
A A
180
ნახვა
გაზიარება

ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება – ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი, – ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის იმ დადგენილების გასაცნობად მივიდა, რომლის მიხედვით, ის დაზარალებულად სცნეს.

„გავეცანი საქმის მასალებს. ნამდვილად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებულია ძალიან დიდი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. იმასაც დავძენ, რომ ძირითადი ნაწილი უკვე იმის შემდგომაა ჩატარებული, რაც უშუალოდ მოხდა ამის გაშუქება. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც, თავიდანვეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. უშუალოდ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მოვაწერე გაუთქმელობის აქტს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება”, – აღნიშნა თოდაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მოითხოვს საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის პატიმრობასა და დეპუტატის მანდატის შეჩერებას საკრებულოში.

„ჩემი მთავარი მოთხოვნაა, პატიმრობა შეეფარდოს და მთავარი მოთხოვნაა, შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი, რადგან ზოგადად ასეთ სიტუაციაში, როდესაც დიდია ძალაუფლება და გავლენა, ძალიან დიდია იმის ალბათობაც, რომ ხდება მოწმეებზეც ზეგავლენის მოხდენა”, – განაცხადა თოდაძემ.

ის გამოეხმაურა ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებებსაც, რომ ერთი მხრივ, საქმეზე დაცვის მხარესაც აქვს გარკვეული დეტალები, რაც დეპუტატის უდანაშაულობას ამტკიცებს, ხოლო მეორე მხრივ, თოდაძე გამოეხმაურა კუბლაშვილის განცხადებასაც, რომ მას დაწინაურება სურდა.

„მე არ ვიცი, რა დეტალებზე საუბრობენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ამას ძალიან ბევრჯერ განვმარტავ, ამ ფაქტზე და დაწინაურებაზე ზოგადად, არ იციან, უკვე რა მოიგონონ, თუ რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ეს არის უბრალოდ ის, რომ როცა არ იცი რას ჩაეჭიდო, ხავსია. ყველაზე მარტივი ალბათ იქნება თქმა, რომ ამით ცდილობენ აღნიშნული ფაქტის გადაფარვას”, – აღნიშნა თოდაძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ, საავადმყოფიში გააცნეს. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. რაც შეეხება თამთა თოდაძეს, რომელიც ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

თეგები: თამთა თოდაძესექსუალური ძალადობაძალადობა
გაზიარება75

დაკავშირებული -პოსტები

“გაუქმდეს Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულება!” – ამ მოთხოვნით ქუთაისში ხელმოწერები შეგროვდა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
“გაუქმდეს Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულება!” – ამ მოთხოვნით ქუთაისში ხელმოწერები შეგროვდა
მთავარი

"გაუქმდეს Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულება!" - ამ მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. "ერთი ხალხი - ერთი საქართველოს“ წევრებმა ქუთაისში ადგილობრივებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს. მოსახლეობამ ხელი მოაწერა პეტიციას. მათი შეფასებით მიწა...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირში შესვლის წესები მკაცრდება – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ენერგომატარებლის ფასი ევროკავშირში რეკორდულად გაიზარდა
მთავარი

6 სექტემბრიდან, ევროპის საზღვრის გადაკვეთის წესები მნიშვნელოვნად გამკაცრდება ევროპის ეკონომიკური სისტემის (EES) ფარგლებში დროებითი გამონაკლისების გაუქმების გამო. ცვლილებები ვრცელდება ევროკავშირის გარე საზღვრებზე არსებულ ყველა გადასასვლელ პუნქტზე - სახმელეთო, საზღვაო და...

დაწვრილებითDetails

რუსეთში ახალი ნარკოტიკები ჩნდება, ის აუცილებლად გაჩნდება საქართველოს “შავ ბაზარზეც” – ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ნარკოლოგ ზურა სიხარულის ინფორმაციით, რუსეთში ახალი ნარკოტიკები გამოჩნდა, რომელიც გაზრდილი მიგრაციის ფონზე აუცილებლად გაჩნდება საქართველოს ე.წ. შავ ბაზარზეც. სიხარულიძის თქმით, საუბარი აღარ არის მხოლოდ ჰეროინზე, მეტადონზე, ამფეტამინზე ან მეფედრონზე, არამედ საუბარია უფრო საშიშ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე "ნიტაზენები,...

დაწვრილებითDetails

“წიხლებით შემდგა, დააკავეთ” – რა კადრებს აქვეყნებს ელიზბარაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
“წიხლებით შემდგა, დააკავეთ” – რა კადრებს აქვეყნებს ელიზბარაშვილის ადვოკატი
მთავარი

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ია კვანტალიანი აქვეყნებს ვიდეოკადრებს, სადაც მისი თქმით მოძალადე პოლიციელები ჩანან. ჩანაწერი იასამნების ქუჩაზე იმ დროსაა გაკეთებული, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიზნესმენის აყვანის ოპერაციას ატარებდა. ია კვანტალიანის მტკიცებით,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს....

დაწვრილებითDetails

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით, სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვნები, ცივი იარაღით თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს და თანხა გასტაცეს

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დაწვრილებითDetails

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი  დღე აქტიურ მოქმედებას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა ნაჩქარევ პასუხს მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. კურო  ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. დაუგეგმავი ხარჯი შესაძლებელია,...

დაწვრილებითDetails

5 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +25, +30°; მთაში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"