LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს – თამთა თოდაძე

ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს – თამთა თოდაძე

დაპოსტა 2019/10/09-ში
A A
179
ნახვა
გაზიარება

ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება – ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი, – ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის იმ დადგენილების გასაცნობად მივიდა, რომლის მიხედვით, ის დაზარალებულად სცნეს.

„გავეცანი საქმის მასალებს. ნამდვილად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებულია ძალიან დიდი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. იმასაც დავძენ, რომ ძირითადი ნაწილი უკვე იმის შემდგომაა ჩატარებული, რაც უშუალოდ მოხდა ამის გაშუქება. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც, თავიდანვეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. უშუალოდ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მოვაწერე გაუთქმელობის აქტს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება”, – აღნიშნა თოდაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მოითხოვს საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის პატიმრობასა და დეპუტატის მანდატის შეჩერებას საკრებულოში.

„ჩემი მთავარი მოთხოვნაა, პატიმრობა შეეფარდოს და მთავარი მოთხოვნაა, შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი, რადგან ზოგადად ასეთ სიტუაციაში, როდესაც დიდია ძალაუფლება და გავლენა, ძალიან დიდია იმის ალბათობაც, რომ ხდება მოწმეებზეც ზეგავლენის მოხდენა”, – განაცხადა თოდაძემ.

ის გამოეხმაურა ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებებსაც, რომ ერთი მხრივ, საქმეზე დაცვის მხარესაც აქვს გარკვეული დეტალები, რაც დეპუტატის უდანაშაულობას ამტკიცებს, ხოლო მეორე მხრივ, თოდაძე გამოეხმაურა კუბლაშვილის განცხადებასაც, რომ მას დაწინაურება სურდა.

„მე არ ვიცი, რა დეტალებზე საუბრობენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ამას ძალიან ბევრჯერ განვმარტავ, ამ ფაქტზე და დაწინაურებაზე ზოგადად, არ იციან, უკვე რა მოიგონონ, თუ რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ეს არის უბრალოდ ის, რომ როცა არ იცი რას ჩაეჭიდო, ხავსია. ყველაზე მარტივი ალბათ იქნება თქმა, რომ ამით ცდილობენ აღნიშნული ფაქტის გადაფარვას”, – აღნიშნა თოდაძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ, საავადმყოფიში გააცნეს. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. რაც შეეხება თამთა თოდაძეს, რომელიც ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

თეგები: თამთა თოდაძესექსუალური ძალადობაძალადობა
გაზიარება75

დაკავშირებული -პოსტები

მოიცდის კი ბუნება ამდენს? – ბუეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
მოიცდის კი ბუნება ამდენს? – ბუეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
მთავარი

მეწყრული პროცესია განვითარებული ტყიბულის სოფელ ბუეთშიც, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ,,მეგა ტვ"-ს აცნობეს დაზარალებულია 2 ოჯახი. ,,ეზოში ბზარები დაახლოებით თებერვლის დასაწყისში გაჩნდა.  შემდეგ მარტის დასაწყისში ჩავარდა მიწა და მის მერე...

დაწვრილებითDetails

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს შეიძლება ახალი იდეები და შესაძლებლობები გაჩნდეს. კარგი დროა ინიციატივის გამოსავლენად, განსაკუთრებით სამსახურსა და ფინანსურ საკითხებში. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ.   კურო დღე ხელსაყრელია პირადი ურთიერთობებისთვის....

დაწვრილებითDetails

13 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

13 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი.   ქვეყნის უმეტეს ნაწილში პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა. დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი.   დღისით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან
მთავარი

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან. ახლობლების თქმით მამაკაცი მძიმე სენს ებრძოდა.   "დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გატყობინებთ საყვარელი ალექსანდრე (ალეკო) ხარაბაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი - ხუთშაბათს და პარასკევს, დაკრძალვა - შაბათს, 14...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 13 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...

დაწვრილებითDetails

თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმიური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები:...

დაწვრილებითDetails

” ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით” – ნიკოლ ფაშინიანი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სთავაზობს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პუნქტებს
მთავარი

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

“არაპროფესიონალი, უვიცი ადამიანები საუბრობენ, რა ხდება საქართველოში ” – დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ის რაც ენმ_ს ქვეყნისთვის სურდათ,თავად დაემართათ_დავით მათიკაშვილი
მთავარი

აბსოლუტურად არაპროფესიონალი, უვიცი, საქმეში გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში - ეს ყველაფერი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად: ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები...

დაწვრილებითDetails

ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
მთავარი

წმინდა კიპრიანე იყო ყველაზე ძლიერი ჯადოქარი, რომელიც თვით სატანას ემსახურებოდა. მაგრამ წმინდა იუსტიანესთან შეხვედრის შემდეგ, მან აღიარა ქრისტე და ყველა თავისი ჯადოქრული წიგნები დაწვა. ჯადოქრობის შემდეგ, ქრისტესთვის წამებულ წმინდანად შერაცხულ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"