პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს, შალვა ბაქრაძეს ეძებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბაქრაძის მეუღლე ავრცელებს და პოლონეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს.
„ჩემი მეუღლე 48 საათია დაკარგულია პოლონეთში. ბოლოს ბარათით ტრანზაქცია შეასრულა კატოვიცეში. გუშინ პოლონეთის დროით 01:00 საათზე, შესაძლოა, ბარათი დაკარგული აქვს, მაგრამ დიდი ალბათობით იმყოფება კატოვიცეში. პოლიცია და საელჩო ჩართულია ძებნაში, თუმცა ჯერ ვერაფერს გვეუბნებიან.
აცვია შავი შორტი, შავი ზედა, შავი „პლაშოვკა“ ქურთუკი და ბოტასი“, – წერს სოციალურ ქსელში თეა ჟორჟოლიანი.










