“კანის” 75-ე კინოფესტივალზე ოსკაროსანმა მსახიობმა, ვაიოლა დევისმა ყვითელი კაბით გაიბრწყინა. 57 წლის ვარსკვლავმა ტაბლოიდებთან ჰოლივუდში გავრცელებულ რასისტულ სტერეოტიპეპზე ისაუბრა.'”თუ მინდა ვითამაშო მარტოხელა დედა, რომელიც ღარიბ უბანში, განგსტერ შვილთან ერთად ცხოვრობს, პრობლემა არ არის, ასეთ როლს ყოველთვის მარტივად მომცემენ. მაგრამ ძალიან გამიჭირდება დავითანხმო პროდიუსერები 56 წლის ქალის როლზე, რომელიც ნიცაში საკუთარი თავის შესაცნობად ჩადის და 5 სხვადასხვა კაცთან აქვს სასიყვარულო კავშირი. იმიტომ რომ მაყურებელი ვერ აიგივებს შავკანიანს სექსუალურობასთან და სულიერებასთან. მათთვის მიუღებელია, რომ მსგავსი პერსონაჟი განვასახიერო. ჩემი კანის ფერი 5 ტონალობით უფრო ღია რომ ყოფილიყო, ქერა თმა მქონოდა უპრობლემოდ ვითამაშებდი განსხვავებულ როლებს“, – აცხადებს მსახიობი.
ბავშვთა უსაფრთხოების დარღვევის ბრალდებით, Meta-ს დამატებით $567 მილიონის გადახდა დაეკისრა
ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ Meta-ს, ბავშვებისთვის მისი პლატფორმების მიერ შექმნილი საფრთხეების შესახებ საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირების გამო, დამატებით $567 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლოს დადგენილებით, ამერიკულ კომპანიას, არასრულწლოვნების მავნე კონტენტისგან ეფექტიანად დასაცავად, Facebook-ზე,...









