მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებები თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმაში გაიწერა.
როგორც მან აღნიშნა, გეგმის მიხედვით, ასევე გამკაცრდება კონტროლი სამშენებლო მტვრის შემცირების მიმართულებით, მერიის შესაბამის სამსახურს დაემატება ქუჩების მორეცხვისთვის საჭირო სპციალური მანქანები და მნიშვნელოვნად გაიზრდება გამწვანებული ტერიტორიების ფართობი.










