შპს ვერ აიღებს ტერიტორიების დაცვის პასუხისმგებლობას, რადგან დაცვის პოზიციაზე შტატები არ არის განსაზღვრული – ამის შესახებ შპს ,,ქრთული ტრადიციები 2011-ის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი მაია ყუფარაძე საფიჩხიის სასაფლაოზე ბიუსტის მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს.
“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შპს ,,ქართული ტრადიციები 2011“-ში არ არსებობს ზეპირი, სატელეფონო, ან წერილობითი ფორმის შეტყობინება სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე. სოციალურ ქსელში გააქტიურებული ფაქტიდან გამომდინარე , რომელიც მერაბ ბურჯანაძის საფლავიდან ბიუსტის უნებართვოდ აღების და გატანის ფაქტს შეეხებოდა, შპს ,,ქართული ტრადიციები 2011“ -ის წარმომადგენელი ესაუბრა ოჯახის ჭირისუფალს და დაზარალებულის თქმით, საქმე აღძრულია და იძიებს შსს-ს მე-2 განყოფილება.
მენეჯერთა მხრიდან ნებისმიერი ანალოგიური ფაქტის დაფიქსირების ან მოქალაქის მიერ შეტყობინების საფუძველზე, შპს-ს მხრიდან ინფორმაცია შემდეგი რეაგირებისათვის ეცნობება შსს-ს შესაბამის განყოფილებას. 2.” – ამბობს მაია ყუფარაძე.
მისივე თქმით შპს ,,ქართული ტრადიციები 2011’-ის დაქვემდებარებაში 13 საქალაქო სასაფლაოა. ტერიტორიის სიდიდე კი ართულებს ძარცვის ფაქტების დაფიქსირებას:
“საერთო ფართობი არის 100000 კვ. მ.-ზე მეტი. სასაფლაოზე ცენტრალური შესასვლელების გარდა , ფართობის სიდიდის გამო შესაძლებელია სხვა ხელოვნური შესასვლელებიდან შეღწევა, რაც ართულებს ფაქტების პრევენციას. შპს ვერ აიღებს ტერიტორიების დაცვის პასუხისმგებლობას, რადგან დაცვის პოზიციაზე შტატები არ არის განსაზღვრული. რაიმე ტიპის კონტროლი და წესრიგის მართვა შეუძლებელია თუ მოქალაქეებს, თავად არ ექნებათ გააზრებული, რომ საფლავი არ უნდა გაიძარცვოს. – აცხადებს შპს ,,ქრთული ტრადიციები 2011-ის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი მაია ყუფარაძე.









