LIVE TV
სამშაბათი, სექტემბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

შორაპნის ციხე- ქალაქს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დაპოსტა 2019/10/18-ში
463
ნახვა
გაზიარება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით შორაპნის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-ადაპტაციისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კონცეფცია მომზადდა.

“დოკუმენტი, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობისა და არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ირგვლივ სამუზეუმო და შემეცნებით-გასართობი ტურისტული ზონის მოწყობას გულიხმობს, წინასწარი ეტაპია პროექტირების სამუშაობის, რომელსაც 2020 წელს კვლავაც სააგენტო უზრუნველყოფს.

შორაპნის საპროექტო ფართობის მასშტაბების გათვალისწინებით, კონცეფცია სამუზეუმო-ტურისტული ტერიტორიის სამ ძირითად ზონად დაყოფას ითვალისწინებს:

ზონა 1- ვიზოტორთა ცენტრი – სივრცე, რომელსაც გამორჩეული ადგილმდებარეობა ექნება და რომლიდანაც მოხდება ციხესიმაგრისა და ტურისტული ზონის პირველადი ვიზუალური აღქმა. ვიზიტორტა ცენტრში იარსებებს მულტიმედიური შემეცნებითი მუზეუმი. აქვე მოხდება ტურისტების ინფორმირება და ტურების დაგეგმვა. სამუზეუმო სივრცის უმნიშვნელოვანესი ელემენტი იქნება მცირე ზომის რკინიგზის სადგური და სარკინიგზო ხაზი, სადაც ვიზიტორებისთვის წარმოჩენილი იქნება საქართველოს რკინიგზის განვითარების ისტორია.

ზონა 2 – ციხესიმაგრე – რეაბილიტირებული სივრცე, სადაც არსებულ არსებულ წყლის რეზერვუარებში გათვალისწინებულია უნიკალური სამუზეუმო სივრცის მოწყობა ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდის არტეფაქტების ექპონირებით. ტერიტორიაზე განთავსდება ინფრასტრუქტურულად მოწყობილი დასასვენებელი არეალები. ციხესიმაგრის ციტადელსა და „ელექტროელემენტის“ ერთ-ერთ შენობას შორის ნავარაუდევია ე.წ. „ზიპლაინი“-ს მოწყობაც.

ზონა 3 – მიკროქალაქი – რენოვაციის გზით გაცოცხლებული დაბა შორაპნის ურბანული სივრცე, რომელიც ერთიანებს რკინიგზის თანამშრომელთა საცხოვრებელი უბანს „რკინიგზელთა დასახლება“-ს საკუთარი ინფრასტრუქტურით: სკოლა, საბავშვო ბაღი , თეატრი, ამბულატორია.

ამ სივრცის საორქმავლე-სავაგონო დეპოს შენობაში გათვალისწინებულია რკინიგზის მუზეუმის მოწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება რკინიგზის ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები და ტურისტული ატრაქციები. დაგეგმილია თეატრის შენობისთვის პირვანდელი ფუნქციის დაბრუნება. მოხდება არსებული ხიდების რეაბილიტაცია. შორაპნის ციხე- ქალაქის ყველა ზონა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავისუფალი გადაადგილებისთვის”, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

თეგები: ინფრასტრუქტურარეაბილიტაციაშორაპანიშორაპნის ციხე
გაზიარება190

დაკავშირებული -პოსტები

1 ოქტომბრიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს

სექტემბერი 30, 2025
8
მთავარი

1-ელი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს – აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი გაიმართება

სექტემბერი 30, 2025
32
მთავარი

იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ეგიდით, ქუთაისში გაიმართება პირველი საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი მიმდინარე წლის 28, 29, 30 ნოემბერს. ლოკაცია: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმი,...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

სექტემბერი 27, 2025
170
მთავარი

ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შეჯახება პოლიციის მანქანის წინ მიმავალი ავტომობილის არასწორ მანევრს მოჰყვა, შემთხვევა კი 26 სექტემბერს მოხდა.  

დაწვრილებითDetails

წამოიღე ფარანი, მოდი მერიასთან-ქუთაისში 30 სექტემბერს მედიის მხარდამჭერი აქცია იგეგმება

სექტემბერი 27, 2025
35
მთავარი

მედიის მხარდასაჭერად ამჯერად ქუთაისში ვიკრიბებით. წამოიღე ფარანი, მოდი მერიასთან და ერთად გავანათოთ ქუთაისის ქუჩები! სინათლე არ უნდა ჩაქრესhttps://sinatle.media/ რეპრესიულმა კანონმდებლობამ დამოუკიდებელი ონლაინმედია გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა. რეჟიმი მზია ამაღლობელს სამაგალითოდ...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ “ჰოლიდეი ინნ”-ში მომხდარ ფაქტზე საქართველოს და აშშ-ის ორმაგ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

სექტემბერი 27, 2025
60
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში ინვენტარის დაზიანების და მუქარის ფაქტზე საქართველოს და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

ყოფილ მეუღლეს გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა და ბენზინი გადაასხა- პროკურატურა

სექტემბერი 27, 2025
57
მთავარი

პირს, რომელმაც კასპში, ყოფილ მეუღლეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ბრალი წარედგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20...

დაწვრილებითDetails

სოციალურ ქსელში აიტვირთა-13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სექტემბერი 27, 2025
442
Yellow Tape Showing Text Police Line Do Not Cross Restricting a Crime Scene Area At Night. Close Up Aesthetic Shot with Bokeh Effect and Flickering Lights. Criminal on the Loose Strikes Again
მთავარი

სამართალდამცავებმა 13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 28 წლის პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მამაკაცმა დანაშაულებრივი ქმედება პარალელურ რეჟიმში მისსავე სოციალურ ქსელში ატვირთა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე

სექტემბერი 25, 2025
75
მთავარი

სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტისა და უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების პირობებში, როგორიცაა მიმდინარე კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, იდეოლოგიური პოლარიზაცია, კულტურული გაუცხოება და ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისები, საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი...

დაწვრილებითDetails

კასპში კაცმა ცოლის დაწვა სცადა

სექტემბერი 25, 2025
308
მთავარი

კასპში, ე.წ. მირიანის ბინებში, კაცმა ცოლის დაწვა სცადა. თავდაპირველად ქალს დახმარება მეზობლებმა გაუწიეს როგორც მოქალაქე  ყვება, კაცი ადგილიდან მიიმალა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები არიან მობილიზებულები. "კაცმა თავის ახალგაზრდა...

დაწვრილებითDetails

უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა

სექტემბერი 25, 2025
238
მთავარი

უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეტყობინება შევიდა ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ. სუს-ის ცნობით, მოქმედებენ არსებული პროტოკოლის შესაბამისად. ადგილზე ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.  გუშინ, 24 სექტემბერს ევაკუაცია იყო გამოცხადებული...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».