„შოკირებული ვარ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, რომელსაც მკაცრად ვგმობ. კიდევ ერთხელ ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური წარმომადგენლების მიმართ მიუღებელი ძალადობის აქტებს“ — ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და ახლანდელი პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, ამომრჩეველთან სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხნენ. ტრამპი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.









