„შოკირებული ვარ იმ სროლით, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მოხდა. დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებ უდანაშაულო მსხვერპლის ოჯახს. პოლიტიკურ ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს“ — ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და ახლანდელი პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, ამომრჩეველთან სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხნენ. ტრამპი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.









