ჩემპიონშიფის 34-ე ტურში “ჰალ სიტი” “ბარსლისთან ” 0-2 დამარცხდა. “იმედგაცრუებული ვარ, ძალიან იმედგაცრუებული, განსაკუთრებით პირველი ტაიმის გამო. ჩვენი მხრიდან ასეთ ნელ თამაშს არ ველოდი. რეაგირება გვიან მოვახდინეთ და ამან თამაში გაართულა. კარგი ის არის, რომ ბიჭებმა თვითონაც იციან, რომ კარგად არ გვითამაშია, ზოგჯერ ზედმეტის თქმა საჭირო არ არის. ისინი გულწრფელი, კარგი ბიჭები არიან და იციან, რომ გუნდურად არ გვითამაშია. ინდივიდუალური შეცდომები იყო, მაგრამ გუნდურად ვერ ვითამაშეთ და თამაში ამიტომ წავაგეთ,” – განაცხადა მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ.
8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...










