”
საქართველოში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე ჩავატარე ღია ვარჯიში თბილისის საფეხბურთო სკოლებში. დინამო თბილისის, 35-ე საფეხბურთო სკოლის, ლოკომოტივის თუ სხვა აკადემიებში მომავალშიც გავაგრძელებ შეხვედრებს, თუმცა, ამჯერად მთავარ ყურადღებას რეგიონებს დავუთმობ.
მინდოდა დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით იმ ქალაქებში შევხვედროდი მოზარდებს, საიდანაც წლების მანძილზე იღებდა შევსებას ჯერ დინამო თბილისი, შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები. დღესაც, თბილისური აკადემიები ძირითადად აჭარიდან, სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან იღებს შევსებას და ჩვენი შემდეგი მოგზაურობაც დასავლეთ საქართველოში დავგეგმეთ. მინდა გავიცნო მოზარდები, ვესაუბრო და მაქსიმალურად გავუზიარო ჩემი გამოცდილება.
მიხარია, რომ ქუთაისში, წყალტუბოში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში ახალგაზრდებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მომეცემა. შეხვედრამდე ⚽❤”-შოთა არველაძე.