შოვში გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა.
გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს. რაჭაში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს










