LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი რჩება დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

დაპოსტა 2025/04/04-ში
A A
249
ნახვა
გაზიარება
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ლანჩხუთსა და ბათუმში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ „კანონიერ ქურდს“.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან – 1996 წელს დაბადებული დ.კ., 1976 წელს დაბადებული ზ.ხ., მეტსახელად „ზალიკო“, 1970 წელს დაბადებული ნ.კ., მეტსახელად ,,ნური“, 1991 წელს დაბადებული ლ.ჩ. მეტსახელად ,,ფურაშკა“, და 1968 წელს დაბადებული ზ.კ. მეტსახელად ,,ტიმოთე“.
„ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებული არიან – 1976 წელს დაბადებული ა.ჭ., 1999 წელს დაბადებული კ.გ. და წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული ლ.მ.
„ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან – 2000 წელს დაბადებული ლ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1980 წელს დაბადებული რ.ო., 1982 წელს დაბადებული ვ.ბ., 1977 წელს დაბადებული კ.ხ. და 1972 წელს დაბადებული გ.ხ.
რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, წარსულში ნასამართლევ 1970 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას, მეტსახელად „ჭინკას“ „კანონიერი ქურდობისთვის”, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა,
ხოლო, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე მხილებულია 1954 წელს დაბადებული დ.ს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ ე.წ „კანონიერ ქურდებთან“, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში.
„ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით, ასევე, ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, დაკავებულები თავიანთი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, ვაზნები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” და ფული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
გაზიარება100

დაკავშირებული -პოსტები

როგორია ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

ბათუმში დაჭრილ ახალგაზრდა კაცს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა. კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.   „დასრულდა რამდენიმესაათიანი რთული ოპერაცია. პაციენტს მუცლის ღრუში...

დაწვრილებითDetails

5 ძლიერი ლოცვა, რომელიც ყოველთვის დაგეხმარება

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

5 ძლიერი ლოცვა უფლის მიმართ, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება:   დამლოცე უფალო! წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ. მაგალითად, სახლიდან გამოსვლისას, ასევე ახალი საქმის დაწყების..   უფალო შემიწყალე! ეს...

დაწვრილებითDetails

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. სამსახურში თქვენი ინიციატივა დაფასდება, ხოლო საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან მოულოდნელი სიახლე გელით.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნუ აჩქარდებით ხარჯების...

დაწვრილებითDetails

23 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
როგორი ამინდი გველის 26 აგვისტოს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

4 დაჭრილიდან 2 არასრულწლოვანი იყო, მათ შორის 1 გარდაიცვალა – შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სერვისებს უძვირებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის...

დაწვრილებითDetails

გავრცელებული ინფორმაციით 17 წლის დაჭრილი ბიჭი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა -  ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. " ცოტა ხნის წინ ვერაზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილებს შორის 1 ქალია,...

დაწვრილებითDetails

სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ
მთავარი

დღეს, 22 ივლიის სამოქალაქო აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს სადარბაზოსთან სამი პირი დაესხა თავს. როგორც სოციალურ ქსელში, ოქრიაშვილის მეგობრები წერენ მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება. ის ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ

დაწვრილებითDetails

დაჭრილია ქუჩაში მიმავალი ქალი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაჭრილი სამი პირიდან ერთი ქალია, ის ქუჩაზე მიდიოდა რა დროსაც ტყვია მოხვდა - ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრხელებს. ორი დაჭრილი ახალგაზრდიდან ერთი 18...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში საწარმოში სახურავის რემონტის დროს დასაქმებული დაიღუპა

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზესტაფონში ერთ-ერთ საწარმოში სახურავის რემონტის დროს დასაქმებული დაიღუპა. ინფორმახიას ,,ტოპნიუსი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, დასაქმებული სახურავზე სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ძირს ჩავარდა. ასევე, მძიმე მდგომარეობაშია ადგილზე მყოფი მეორე დასაქმებულიც.

დაწვრილებითDetails

“ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!”

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

"ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!!!! დასისხლიანებული ეყარნენ სიცილის გამო!!!" - წერს მოქალაქე თიკო კვალიაშვილი სოციალურ ქსელში. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა შანიძის ქუჩაზე მოხდა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"