დღეს, 21 სექტემბერს, ქუთაისის თოჯინების თეატრი 78-ე სეზონს პრემიერით ,,შინაგანი ანსამბლი” გახსნის.
,,თუ ჩვენს სამყაროში შემოიხედავთ, უფრო მეტს გაიგებთ ადამიანის შინაგანი ორგანოების ცხოვრებაზე, მათ ყოველდღიურობასა და სიყვარულზე, კამათზე და სოლიდარობაზე, მუშაობის სტილზე და ზრუნვაზე.
ეს ყველაფერი კი ერთი გოგონას ორგანიზმში მოხდება
პერსონაჟები, სცენიდან წარმოგვიდგენენ ამბავს, სადაც მოულოდნელობებით სავსე გზაზე, მუსიკალური ელემენტებითა და დინამიკური ტექსტით, მათ შესახებ მეტად უცნაურ ამბებს და შესაძლებლობებს გავიგებთ . რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მოზარდის ინტერესის გაღრმავებას მნიშვნელოვანი თემების მიმართ.” – ვკითხულობთ სპექტაკლის აღწერაში.
სპექტაკლის “შინაგანი ანსამბლი”
რეჟისორია ავთანდილ დიასამიძე, მხატვარი ვახტანგ ქორიძე, პიესის ავტორები: ავთანდილ დიასამიძე და
ლილე შენგელია.
სპექტაკლში მონაწილეობენ: აბელ სოსელია, ავთო ჩიქვილაძე,
ბაქარ დეისაძე, სალომე დოხნაძე, მანუჩარ ბეგალიშვილი, ნანა ოქროიან, ჯანეტ ქობულაძე, თიკო ნემსაძე, თეა გეგეჭკორი, ზაზა იოსებაშვილი, მზია მოსიძე, მარინა ჯინჭველაშვილი
სპექტაკლში გამოყენებული მულტიმედია, ორიგინალური მუსიკა და თოჯინების სინთეზურობა ქმნის დაუვიწყარ ატომოსფოროს და საინტერესო სანახაობას.