პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია მიტოვებულ შენობებთან დაკავშირებით ბრიფინგებს განაგრძობს. ამჯერად წულაიამ ბრიფინგი ქუთაისში მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხერო ჰოსპიტალის შენობასთან გამართა. პოლიტიკოსმა ქუთაისის მერიას მიმართა და ადგილობრივ თვითმმართველობას ქალაქში არსებული მიტოვებული შენობებისათვის ფუნქციის დაბრუნებისკენ მოუწოდა.
შენობა, რომელიც ახლა ფაქტიურად დანგრევის პირასაა , საბჭოთა პერიოდში სამხედ¬რო ქა¬ლაქ-ში და¬საქ¬მებულ¬თა შვი¬ლებისათ¬ვის საბავ¬შვო ბაღი მოქ¬მე¬დებდა. სოციალისტური რესპუბლიკის დაშლის შემდეგ კი იგი თავ¬დაც¬ვის სა¬მი¬ნის¬ტროს დაქ¬ვმე¬დებარებაში გადავიდა. როგორც მეგა ტვისათვის გახდა ცნობილი შენობა გაყიდულია. იგი 2011 წელს შპს „ვილა კოლხი“-მ შეიძინა. კომპანიის 100% წილის მფლობელი ვინმე ჯენ მია .
თუ რას გეგმავს კომპანია უცნობია ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით კომპანიის მფლობელს საჯარო რეესტრში მითითებულ ნომერზე, თუმცა ნომერი გამორთულია.
თუ რა იგეგმება ადგილზე და საერთოდ ვინაა მათ მეზობლად არსებული ყოფილი სამხედ¬რო ჰოს¬პი¬ტა¬ლის 37 397 კვადრატული მეტრი მი¬წის მფლობელი უცნობია აქ მაცხოვრებლებისათვის. ისინი შენობისათვის ფუნქციის დროულ მინიჭებას ითხოვენ.