LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი 2 სპორტსმენია “ქართული ოცნების” სიაში” – ალეკო ელისაშვილი

შესაძლოა, დღესვე დამაკავონ, მზად ვარ, სახლში არ დავბრუნდე – ალეკო ელისაშვილი

დაპოსტა 2025/04/01-ში
A A
116
ნახვა
გაზიარება

პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია თვითონაც რომ არ იცის – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა „ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნეს და თავისი სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალეს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა მოხდება, შესაძლოა ის დააკავონ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ყველაფერი მოსამართლისა და „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„დღეს იქნება ჩემი საქმის არსებითი განხილვა, არ ვიცი, სასამართლო კი ჰქვია ამ უმსგავსობას, მაგრამ არანაირი სამართალი არ არის. არ ვიცი, შესაძლოა, დღესვე დამაკავონ, ან არ დამაკავონ, შესაძლოა მოწმედ დიდი სახელოვანი პოლიტიკური მოღვაწე ალი ბაბაევი მოიყვანონ.

მოვედი, მზად ვარ იმისთვის, რომ სახლში არ დავბრუნდე. ყველაფერი მოსამართლის ხასიათსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე თუ რა გადაწყვიტეს „ქართულ ოცნებაში“ და მოსამართლეს რა დაავალეს.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შემეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რაც ციხეში ჩემი ყოფნის მე-12 დღეს მოხდა და პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის ჩამოსვლას.

პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია, თვითონაც რომ არ იცის, გიორგი გახარია რომ სცემეს ბათუმში საქმე აღიძრა ცემის მუხლით. ანუ ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ვივამედში“ მისი გადაყვანის შესახებ და აღნიშნა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა კლინიკა „ვივამედი“ და ნინო ნადირაძე დამნაშავედ ცნო და სოციალური ქსელიდან რენტგენის ფოტოს აღება დაავალა.

„ვივამედს“ რაც შეეხება, დაკავების შემდეგ ნეკნი მქონდა მოტეხილი. დაკავებული დუშეთის იზოლატორიდან „ვივამედში“ მიმიყვანეს, გადამიღეს რენტგენი და არაფერი არ გჭირსო. თვენახევრის შემდეგ, მივედი ჰოსპიტალში და მითხრეს, რომ დაბეჟილობა კი არ მქონდა, არამედ ნეკნი მქონია მოტეხილი. „ვივამედმა“ ეს მონაცემი დამალაა და როდესაც ეს ხმამაღლა ვთქვი გამოხტა „ვივამედის“ ის უცნაური ქალი, დირექტორი და ჩემი რენტგენის ფოტო გამოაფრიალა, ჩემი პერსონალური ინფორმაცია, ამით კი მეორედ დაარღვია ჩემი უფლებები. შემდეგ მივმართე პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს და კლინიკა „ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნეს და თავისი სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალეს“, – ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს. ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინეს. ზურაბ პატარაძე ამ დრომდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება – გაფრთხილება ამინდის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 24 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 24 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6936, ევრო – 3.1464, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6334 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი – სუს-ი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. სუს-ის განცხადებით, დაკავებულმა...

დაწვრილებითDetails

ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში  მონაწილეობას მიიღებს
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელი თორნიკე ბექაური თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას Fibonacci International Robotics Olympiad საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ოლიმპიადა მიზნად ისახავს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის:...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 716 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.40%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“არცერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას”- მეუფე ანტონი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, არ დაუშვებენ გარედან ჩარევას და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას...

დაწვრილებითDetails

არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს -მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. სააკაშვილი რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"