პურის მწარმოებლები ფქვილზე ფასების დაკლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ პურზე და პურ-პროდუქტებზე ფასების მატება გარდაუვალია – დაახლოებით 10-15 თეთრით.
კერძო მეწარმეები აცხადებენ, რომ ბოლო 6 თვეში ფქვილი მინიმუმ 15 ლარით გაძვირდა.
გაძვირებული ფასების მიუხედავად ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, იმედი აქვს, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე დაიწევს და ფასები დასტაბილურდება.
“ინფლაციის ტარგეტირება მიზნობრივ ნიშნულთან დაახლოება არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანა. მოლოდინი გვაქვს რომ მომდევნო თვეებში, ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები ყველა მიმართულებით, ტურიზმის სექტორის მიმართულებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებთ. ეს პოზიტიური მოლოდინები, ერთის მხრივ გაჩნდა პანდემიის განვითარების, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით. ასევე იმ ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილისა და მაისის თვეში გვაქვს”, – ამბობს ფინანსთა მინისტრი.
პურის მწარმოებელი კომპანიები კი არ გამორიცხავენ, რომ 1-ლი ივლისიდან პურზე ფასმა კვლავ მოიმატოს.
წყარო : ” მთავარი” .