LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შესაძლებელია თუ არა კორონა ვირუსმა ჩვენს ტვინზე წლების მერეც იქონიოს გავლენა

შესაძლებელია თუ არა კორონა ვირუსმა ჩვენს ტვინზე წლების მერეც იქონიოს გავლენა

დაპოსტა 2021/04/30-ში
A A
93
ნახვა
გაზიარება

კოვიდგადატანილი ყოველი სამი ადამიანიდან ერთს, 6 თვის შემდეგაც აღენიშნება ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დიაგნოზი!

ამის შესახებ იუწყება ამ დრომდე ჩატარებული უდიდესი კვლევა, რომელიც ე.წ. ხანგრძლივი კორონავირუსის მენტალურ შედეგებს ეხება.

კვლევის ავტორთა განცხადებით, მტკიცდება, რომ თავის ტვინის პრობლემების განვითარების ალბათობა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში გაცილებით მაღალია, ვიდრე სასუნთქი გზების სხვა ინფექციების შემთხვევაში.

230,000 ისეთი ადამიანის მონაცემების შესწავლის შემდეგ, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, აღმოჩნდა, რომ 34 პროცენტს შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში დაესვა ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული პრობლემების დიაგნოზი.

ყველაზე ხშირი პრობლემა იყო შფოთი (17 პროცენტი) და განწყობის აშლილობები (14 პროცენტი).

პაციენტთა 13 პროცენტის შემთხვევაში, ეს აშლილობები მათი პირველი დიაგნოზი იყო მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მხრივ.

ფსიქიატრიულ აშლილობებზე დაბალი იყო ისეთი ნევროლოგიური აშლილობებით ავადობის მაჩვენებელი, როგორებიც არის თავის ტვინის სისხლჩაქცევა (0,6 პროცენტი), ინსულტი (2,1 პროცენტი) და დემენცია (0,7 პროცენტი) თუმცა, თავის ტვინის აშლილობების რისკი ზოგადად უფრო მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც მწვავე კოვიდი გადაიტანეს.

ავტორებმა ასევე შეისწავლეს გრიპის დიაგნოზის მქონე 100,000 პაციენტისა და სასუნთქი გზების სხვა ნებისმიერი ინფექციის დიაგნოზის 236,000 პაციენტის მონაცემები.

აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის შემდეგ ჯამში 44 პროცენტით მაღალი იყო ნევროლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის დიაგნოზის რისკი, ვიდრე გრიპის შემდეგ, ხოლო 16 პროცენტით უფრო მაღალი, ვიდრე სასუნთქი გზების სხვა ნებისმიერი ინფექციის შემდეგ.

კვლევის ავტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი პოლ ჰარისონი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის შემდეგ ნევროლოგიური და ფსიქიატრიული აშლილობების ინდივიდუალური რისკი მცირე იყო, მაგრამ ზოგადი ეფექტი გლობალურ მოსახლეობაში არსებითად მნიშვნელოვანი ჩანს.

მისივე თქმით, ამ დაავადებათა ბევრი შემთხვევა ქრონიკულია.

ანალიზების მიხედვით ირკვევა ისიც, რომ კორონავირუსის გამწვავების გამო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში უფრო მაღალია გრძელვადიანი პრობლემების განვითარების რისკი.

მაგალითად, იმ პაციენტთა 46 პროცენტს, რომლებსაც რეანიმაცია დასჭირდათ, გამოჯანმრთელებიდან ექვსი თვის განმავლობაში დაესვა ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული პრობლემების დიაგნოზი.

მონაცემები აჩვენებს იმასაც, რომ იმ პაციენტთა 2,7 პროცენტს, რომლებსაც რეანიმაცია დასჭირდათ, თავის ტვინის სისხლჩაქცევები განუვითარდათ, არაჰოსპიტალიზებულ პაციენტთა შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 0,3 პროცენტი იყო.

ასევე, რეანიმაციაში მოხვედრილ პაციენტთა 7 პროცენტს განუვითარდა ინსულტი, ამ განყოფილებაში არ მოხვედრილთა შორის კი ეს მაჩვენებელი 1,3 პროცენტი იყო.

პუბლიკაციის კომენტარში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი ჯონათან როჯერსი აღნიშნავს, რომ კოვიდ პაციენტებში გრძელვადიანი ნევროლოგიური და ფსიქიატრიული შედეგების შესახებ საჭიროა შემდგომი კვლევებიც.

“სამწუხაროა, რომ ამ კვლევაში გამოვლენილი აშლილობების დიდი ნაწილი ქრონიკული ან პერიოდულია, შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ კორონავირუსის გავლენა ჩვენთან კიდევ მრავალ წელს დარჩება”, – ამბობს როჯერსი,.

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ამოღებულია 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია სიღნაღში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ცნობილია სიღნაღში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცების ვინაობა
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 66 წლის გივი ღვინიაშვილი და 55 წლის ზაზა გუჯიაშვილი ემსხვერპლნენ.   გარდაცვლილები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან.   თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანთან „ფორდის“...

დაწვრილებითDetails

ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი! – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი! – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

თბილისის N72-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „ილია, საოცარი ბიჭი, ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი! ვიზიარებთ ოჯახის ტრაგედიას და გამძლეობას ვუსურვებთ“,- წერს სკოლა.

დაწვრილებითDetails

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღე გელოდება. საქმეში ინიციატივის გამოჩენა შედეგს მოგიტანს, თუმცა კამათს მოერიდე. საღამოს სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებს. შესაძლოა მოულოდნელი ხარჯი გამოჩნდეს. პირად ურთიერთობაში...

დაწვრილებითDetails

19 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

გავრცელებულ ინფორმაციას რომ, ბავშვები წყალტუბოს ბაღშიც მოიწამლნენ არ ადასტურებს წყატუბის ბაღების გაერთიანება

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

გავრცელებულ ინფორმაციას რომ, ბავშვები წყალტუბოს ბაღშიც მოიწამლნენ არ ადასტურებს წყატუბის ბაღების გაერთიანება განვმარტავთ,რომ მედიაკომპანია "მთავარის" გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია ა(ა) იპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების" N 4 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა...

დაწვრილებითDetails

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
მთავარი

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც...

დაწვრილებითDetails

ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება „კრისტალურ მეტადონთან“ დაკავშირებით!!!! – ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ზურა სიხარულიძე: ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება „კრისტალურ მეტადონთან“ დაკავშირებით!!!! ბოლო პერიოდში ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია და მომართა პაცენტებმა რამდენიმე მძიმე შემთხვევის შესახებ, მათ შორის ზედოზირების და თრომბოზული/თრომბოფლებიტური გართულებების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია...

დაწვრილებითDetails

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ არმაზ ახვლედიანის სკოლაში ადამიანებს “ტვინს ურეცხავენ”

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

არმაზ ახვლედიანის პოლიტიკურ პროექტს აფინანსებენ იმისთვის, რომ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ - განცხადება ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს და...

დაწვრილებითDetails

თუ დადგინდა, რომ დარღვეულია კანონმდებლობა, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება – ირაკლი კობახიძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაზე

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

თუ საბოლოოდ დადგინდა, რომ დარღვეულია კანონმდებლობა, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება - ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ფარგლებში მიმდინარე სემინარს, რომელიც დიპლომატების მონაწილეობით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"