6 წლის ბრიჯ ვოლკერმა თავისი უმცროსი და ძაღლის თავდასხმისაგან იხსნა.
შემტხვევა 9 ივლისს აშშ-ში, ვაიომინგში მოხდა. 6 წლის ბიჭი გერმანული ნაგაზსა და თავისი 4 წლის დას შორის ჩადგა, ასე იხსნა მათ თავისი პატარა და. ბიჭმა სახეზე სერიოზული დაზიანებები მიიღო, მას 90 ნაკერი დაადეს.
ძაღლმა მას სახეზე და თავზე რამდენჯერმე უკბინა. – ამის შესახებ ბრიჯ ვოლკერის დეიდა ინსტაგრამზე წერდა. პოსტს მილიონზე მეტი მოწონება და უამრავი კომენტარი აქვს, რომელშიც ადამიანები პატარა ბიჭს გმირს ოწოდებენ.
ბიჭის საქციელს სოციალურ ქსელში ვარსკვლაევი ეხმაუებიან.
“წავიკითხე შენი ამბავი და ვნახე რაც გააკეთე. დარწმუნებული ვარ ამ რამდენიმე დღეში უკვე ბევრჯერ მოისმინე ეს სიტყვები, მაგრამ მომეცი უფლება ვიყო შემდეგი და გითხრა, შენ ხარ გმირი. რაც შენ გააკეთე ეს არის სიმამაცე, შენს დას ძალიან გაუმართლა რომ შენნაირი უფროსი ძმა ჰყავს. შენმა მშობლემა უნდა იამაყონ შენით.” – ამბობს ვიდეომიმართვაში “შურსიმაძიებლების” ვარსკვლავი კრის ევანსი.