“ფატი როგორ მინდა სიზმარი იყოს ეს ყველაფერი ,როგორ მტკივა გული შენ არ იმსახურებდი ასეთ სიკვდილს,ჩვენ ერთად გამოვიარეთ ბავშვობა და დგემდე ერთად ვიყავით რა უძლური ვიყავი შენ რომ საოპერაციოდ მიყავდით და მე ვერაფერს ვერ გშველოდი გარდა ლოცვისა გმერთმა ნათელში გამკოფოს და შენს ოჯახს გამძლეობა მისცეთ”
“მართალია, ბოლო დროს არ იყო ჯანსაღი ფსიქიკის პატრონი. არადა ნეტა იცოდე როგორი სათნო, უსიტყვო და შრომისმოყვარე იყო ეს საწყალი გოგო, როგორ არ იმსახურებდა ასეთ სასტიკ დასასრულს. ”
“ფატი, სული მეწვის შენი საცოდაობით, ტანჯვით მოკვდინებულო, რამხელა ტკივილის გადატანა მოგიწევდა საბოლოო გარდაცვალებამდე, მაგის წარმოდგენაც კი მზარავს. მშვიდად იძინე აწი მაინც, უფალმა მიიბაროს შენი სუფთა და წმინდა სული. “
ზუგდიდის სოფელ კორცხელში, ქმარმა ცოლი ჩაქუჩით მოკლა. შემთხვევა 23 მაისს ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა 61 წლის ცოლს, ბლაგვი საგანი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.
ტრაგედიაზე გარდაცვლილი ქალის მეზობლები საუბრობენ:
„წამოუყვანია კახათიდან, შეუტყუებია სახლში, მოუკლავს და დაურეკავს შვილზე, დედაშენი მოვკალი და მიდით მოუარეთო. 12-ჯერ ჩაურტყამს ჩაქუჩი თავში. გაცილებულები არ იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ. არ გაქცეულა, ტყეში ყოფილა დამალული”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.