„შენი იდეა, შენი ქალაქისათვის“- ქუთაისის მერია იდეების კონკურსს აცხადებს. კონკურსის ფარგლებში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ვებ-გვერდზე KUTAISI.GOV.GE-ზე შეუძლია ის იდეა დაარეგისტრიროს, რომლის განხორციელებაც ქუთაისში სურს. პროექტის ფარგლებში კომისიის მიერ შეირჩევა 10 წინადადება, რომელთაგან გამარჯვებულ 3-ს ქუთაისელები უკვე კენჭისყრით გამოავლენენ. იდეების მიღება უკვე დაწყებულია, პროცესი 18 ოქტომბერს დასრულდება, ხოლო 30 ოქტომბრიდან უკვე საჯარო კენჭისყრა დაიწყება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი, რომელსაც ქუთაისის მერია აშშ-ის საერთაშორისო განავითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს 51 000 ლარია .
საქართველო-მოსკოვის ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა – არის მსხვერპლი
საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი, ბოლო მონაცემებით, 38-მდე გაიზარდა. მათ შორის 10 ბავშვია. შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ...









