“პარიზში ცოტა ხნის წინ მიიღეს კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა ბატონმა პრეზიდენტმა მაკრონმა და ახლა კალედონიაში დაიწყო როგორი რაღაცები, 6 ადამიანია მკვდარი, 30-ზე მეტი უკვე დაჭრილია. ქვეყნის რეზიდენტებს კალედონიაში უკვე შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ხალხი წავიდა უარზე, მაგრამ საფრანგეთს აწყობდა მაგი და რახან საფრანგეთი ძლიერი ქვეყანაა.. მაკრონი ჭკვიანი კაცია და ჩვენ რომ ქართველებს მოგვმართავს, თურმე, ჩვენი კანონი არ შეიძლება იყოს, თვითონ კანონი რომ მიიღო უკვე 6 კაცია მკვდარი. რას გვეტყვის მაგ კანონზე. […]
თავის ხელმოწერილ კანონზე 6 კაცია უკვე მკვდარი ამ დღეებში, 2 პოლიციელია და 4 სამოქალაქო პირი და 30-ზე მეტი დაშავებული და ჩვენთვის მოიცალა, საქართველოსთვის. ჯობია, ჭკვიანი კაცია, თავის საქმეს მიხედოს. […] ვამბობ ბატონ მაკრონზე – შენი გაგჭირვებია, ჩვენ თავი დაგვანებე, რა”. – თქვა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა იმედის ეთერში










