LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

შემცირდა თუ არა რუსეთში საექსპორტო ხორბლის ფასი

დაპოსტა 2022/03/23-ში
59
ნახვა
გაზიარება

მარტში რუსეთი, ლოგისტიკური სირთულეების მიუხედავად, 2 მილიონ ტონაზე მეტი ხორბლის ექსპორტს შეძლებს. ამის შესახებ აგრარული ბაზრის კვლევის ინსტიტუტის (IKAR) გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი რილკომ “ინტერფაქსს” განუცხადა.

 

„ეს იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ბევრი მოელოდა,” – ამბობს რილკო.

მისი თქმით, მოსალოდნელი მინიმალური გადაზიდვების ნაცვლად, ექსპორტი საკმაოდ მოწესრიგებულია და შავი ზღვის პორტები კარგად, თუმცა არასრული დატვირთვით მუშაობენ.

ამ ფონზე, რილკოს მონაცემებით, ხორბლის მსოფლიო ფასები ნელ-ნელა მცირდება. ამჟამად ხორბლის FOB Novorossiysk-ის ფასი ტონაზე 390 დოლარია, მაშინ, როცა ორიოდე კვირის წინ 460 დოლარამდეც იყო ასული. რილკოს შეფასებით, ეს ვარდნა გამოწვეულია იმით, რომ მიწოდება მიმდინარეობს. მსოფლიო ბაზარი უკვე საკმაოდ შეშინებულია და ახალი, გაწონასწორებული ფასების ძიებაშია.

მისი თქმით, მარტში რუსული მარცვლეულის ძირითადი შემსყიდველები ეგვიპტე და თურქეთი არიან. მარცვლეულის მიწოდება ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ იმ კვოტის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 15 თებერვალს. მისი მოცულობა (30 ივნისის მდგომარეობით) 11 მილიონი ტონაა, მათ შორის 8 მილიონი ტონა ხორბალია. კვოტა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტზე არ ვრცელდება. ამ მიმართულებით ექსპორტი 16 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით აკრძალულია.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფედერალური საბაჟო სამსახურის უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ 2021 წლის 1-ლი ივლისიდან 2022 წლის 10 მარტამდე ექსპორტირებულია 28,1 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც წინა წელთან შედარებით, 30.3%-ით ნაკლებია. მათ შორის შემცირდა: ხორბლის ექსპორტი 30,9%-ით, 23 მლნ ტონამდე, ქერის – 34,7%-ით, 2,9 მლნ ტონამდე, სიმინდის კი 21,7%-ით, 1,8 მლნ ტონამდე.

Bpn.ge

 

 

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 24 იანვრისთვის

იანვარი 23, 2026
120
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 23 იანვრისთვის

იანვარი 22, 2026
305
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

დადგება დღე, როცა სომხური ტვირთი საქართველოს კი არა, პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის და ეს დღე შორს არ არის – ალიევი

იანვარი 22, 2026
108
მთავარი

თუ დღეს სომხური ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხდება, დადგება დღე და ეს დღე შორს არ არის, როცა სომხური ტვირთი პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა დავოსში,...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

იანვარი 20, 2026
102
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6950 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6950 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6957 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

2025 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო – საქსტატი

იანვარი 20, 2026
15
ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 498.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე...

დაწვრილებითDetails

“ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ’ – აიათოლა ალი

იანვარი 17, 2026
352
მთავარი

ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. „ირანის წინააღმდეგ ბოლო ამბოხება იმით იყო განსხვავებული, რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 17 იანვრისთვის

იანვარი 16, 2026
109
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6957, ევრო – 3.1316, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6152 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ...

დაწვრილებითDetails

ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი – The Guardian

იანვარი 15, 2026
59
მთავარი

ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის...

დაწვრილებითDetails

გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იანვარი 15, 2026
18
მთავარი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და...

დაწვრილებითDetails

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

იანვარი 15, 2026
30
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».