LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს – რა ხდება ილიას უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში

შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს – რა ხდება ილიას უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში

დაპოსტა 2023/09/13-ში
A A
20.3k
ნახვა
გაზიარება

შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარებს, ორი საათის წინ ვიგებთ, რომ ცენტრი იხურება. სამხარაულმა მოითხოვა მთელი შენობის, საუბარია ილიას უნივერსიტეტის მთავარ კორპუსზე, დანგრევა– წერს სოციალურ ქსელში გვანცა გულიაშვილი.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“მეგობრებო, მძიმე სტატუსს გაკითხებთ და წინასწარ გიხდით ბოდიშს თუ გადავაჭარბებ, მაგრამ გთხოვთ ყველამ წაიკითხეთ და გააზიარეთ.
შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარებს. გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ორი საათის წინ ვიგებთ, რომ ცენტრი იხურება. სამხარაულმა მოითხოვა მთელი შენობის, საუბარია ილიას უნივერსიტეტის მთავარ კორპუსზე, დანგრევა! უნდა დაინგრესო, ხალხო. ამას გვიცხადებენ სწავლის დაწყების წინა დღეს და ასზე მეტ აუტისტ ბავშვს ტოვებენ თერაპიების გარეშე. აგიხსნით ეს რას ნიშნავს: დიაბეტის მქონე ადამიანისთვის ინსულინის შეწყვეტას, მართვით სუნთქვაზე მყოფისთვის აპარატის გათიშვას, თირკმლის უკმარისობის მქონესთვის დიალეზის არ გაკეთებას, ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის ქცევით თერაპიებს უწყვეტენ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც ამ თერაპიების გარეშე წაერთმევათ სიმწრით გამომუშავებული ყველა სოციალური, ყოფითი, კვებითი, ქცევითი, აკადემიური უნარი! ისინი ამ თერაპიების გარეშე აღმოჩნდებიან საკუთარ მდგომარეობასთან პირისპირ სრულად უძლურები, მშობლების ანაბარა, რომლებისთვისაც წარმოუდგენელია თავი გაართვან ამ ყველაფერს, აქ აღარაფერს დავწერ მათი უმეტესობის უკიდურეს სიდუხჭირეზე.
ხალხო, მეგობრებო, ადამიანებო, გესმით რასთან გვაქვს საქმე სახელმწიფოს მხრიდან?
გუშინ ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა სახელმწიფოს ხარჯით საკუთარი ჯანმრთელი, ნიჭიერი, უკვე სრულწლოვანი და დამოუკიდებელი შვილი თვითმფრინავით აფრინა საუკეთესო უნივერსიტეტში და ჩვენ, ვისი შვილებიც არასდროს გახდებიან სტუდენტები გვისპობს ერთადერთ საშუალებას სულ მცირედი მივიღოთ, როგორმე მშვიდად შეძლონ არსებობა ჩვენმა შვილებმა.
არ არსებობს არანაირი გეგმა, არანაირი შემოთავაზება და ალტერნატივა, იმის ღირსადაც არ ჩაგვაგდეს, რამდენიმე დღით ადრე გავეფრთხილებინეთ. ადგილის შეცვლასაც უმძიმესად გადაიტანენ ბავშვები, მათთვის რუტინას და მონიშნულ ტერიტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არც რაიმეს გვთავაზობენ. ანგრევენ ილიაუნს და ვყვებით ამ ნანგრევებში, როგორც ყველაზე დაუცველები.
ახლა, რატომ ანგრევენ ილიაუნს, ალბათ, ყველა ვხვდებით, რომ აქ უამრავი კითხვის ნიშანია, მაგრამ სამხარაული წერს, რომ შენობა იმდენად ავაროულია, მისი ექსპლუატაცია შეუძლებელია, რემონტიც, მხოლოდ ნგრევა, იქნებ ეს მართლაც ასეა, როგორ გინდა აქ სიმართლე ეძებო?! რა გინდა ქნა? მაგრამ ისიც ხომ ვიცით როგორ ებრძვის უკვე დიდი ხანია ამ უნივერსიტეტს ხელისუფლება. ჩვენ წარმოდგენაც არ გგქონია რა საშიშ, მანიპულატორ, ბოროტ, უსულგულო, ხელუსუფლებასთან გვაქვს საქმე.
მოკლედ, მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს ამ წამს თავში, რომ უნდა მოვითხოვო თავშესაფარი. მაგრამ იქამდე, ჩემს ჟურნალისტ მეგობრებს გთხოვთ დაინტერესდეთ ამ  ამბით.
ჩემს კოლეგა თეატრალებს, ვინც პირმცინარენი უსხედხართ ამ ხელისუფლების სიმბოლოს  წულუკიანი თეას სახით, არ გამიბედოთ მოსალმება.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, დანა რომ დამარტყან სისხლი არ წამომივა, თუმცა დამარტყეს და ეგაა, არც ცრემლები მომდის, მხოლოდ ამ სტატუსის წერა შემიძლია ამ წუთას და რაღაცას ველი თქვენგან ვინც ახლა ამას კითხულობთ. სულ მცირე ის მაინც გაიაზრეთ, რომ ადრე თუ გვიან, ყველას გაგითენდებათ ასეთი დღე და ეს რომ არ მოხდეს უნდა შევძლოთ და ამ ბოროტებას დავუსვათ წერტილი.
მე ვიცი რომ დედები ხვალიდან მოვიკრებთ ძალას და ყველაფრის ფასად, ყველაფრის, შევეცდებით ჩვენი შვილებისთვის ასე მხეცურად წაგლეჯილი და პრინციპში ერთადერთი სოციალური სივრცე მოვიპოვოთ, ვიცი რომ დავიგლეჯთ უკანასკნელ ნერვს, გავათენებთ ღამეებს, როგორც ეს უკვე არაერთხელ მოუწიათ ამ დამპალ სახელმწიფოში სხვადასხვა პრობლემის მქონე შვილების დედებს, მაგრამ ყველას გთხოვთ, ნუ შეგვატოვებთ ამ გაუგონარ სიველურეს, ვანდალიზმს, ზიზღს, ბოროტებას მარტო დედებს, ჩვენ თუნდაც ყველაფრისშემძლეებივით აღქმულები ერთ დღეს უბრალოდ ქანცში გავწყდებით. მიაწვდინეთ ხმა ყველას, დაგვიდექით მხარში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია და შეძლო ყველაზე დაუცველი ადამიანების გათელვა, ამის იქით თქვენთვის მომინდია იმის წარმოდგენა რა შეიძლება მოხდეს.” წერს გვანცა გულიაშვილი. 

გაზიარება8110

დაკავშირებული -პოსტები

“ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს”- საია

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საიას ქუთაისის ფილიალი არჩევნების მეორე ტურს მხოლოდ ქუთაისში დააკვირდება
მთავარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს შესახებ 2026 წლის ანგარიში, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მთავარი

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სახლის ანგელოზის ლოცვა, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა უნდა წაიკითხოს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
რა ვიცით სახლის ანგელოზის შესახებ – დღეს მისი დღეა
მთავარი

ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. როდესაც ოჯახი გასაჭირშია, სახლის ანგელოზი გადააფარებს ფრთებს მთელ სახლს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე... სახლთანგელოზობა არის წელიწადში ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით,...

დაწვრილებითDetails

„არ შეცდეთ და არ მოტყუვდეთ!“ – გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია გამომწერებს მიმართავს. „გაფრთხილება!! ესენია მხოლოდ ინსტაგრამის ყალბი ექაუნთები! ამას ემატება ამდენივე ფეისბუქ და სხვა სოც ქსელები არ შეცდეთ და არ მოტყუვდეთ. სამწუხაროდ, ჩემი ექაუნთიდან გადმოაქვს ვოდეოები და...

დაწვრილებითDetails

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი...

დაწვრილებითDetails

ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

დღეს, 9 ნოემბერს, საქართველოში არაერთგვაროვანი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შედარებით მშრალი, თუმცა ცივი და ქარიანი დღე იქნება, დასავლეთ საქართველოში კი ნალექია მოსალოდნელი. თბილისში დღე ღრუბლიანი იქნება, დღის მეორე ნახევარში...

დაწვრილებითDetails

საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

როგორ გროვდება საპენსიო დანაზოგი, სად ინვესტირდება მოქალაქეთა საპენსიო შენატანები და როგორ აისახება საინვესტიციო შედეგები ინდივიდუალურ ანგარიშებზე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საპენსიო ფონდი საინფორმაციო ბლოგს ავრცელებს, რომელშიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის მუშაობის ძირითად...

დაწვრილებითDetails

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და დატვირთული იქნება. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ კამათს. კურო ყურადღება ფინანსურ საკითხებს მიაქციეთ. მოსალოდნელია საინტერესო შეთავაზება ან სიახლე. პირად ცხოვრებაში მეტი გულწრფელობა დაგეხმარებათ....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"